logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ჩემს ცხოვრებაში კაცობის დახვეწილ სიმზე გასული მხოლოდ ერთი „თხელი“ კაცი ვიცი, ნოდარ მგლობლიშვილი...
- +

1 ივლისი. 2019. 18:20

 

„ზაჟიგალკა“

დღეს „ზაჟიგალკა“ ადგილზე არ დამვხვდა და „სპიჩკების“ კოლოფი ვიპოვე...

ყველაზე თხელმა „სპიჩკამ“ გამიმართლა...

აინთო...

თხელები ანათებენ და ამართლებენ ხოლმე...

 

ჩემს ცხოვრებაში კაცობის დახვეწილ სიმზე გასული მხოლოდ ერთი „თხელი“ კაცი ვიცი, ნოდარ მგლობლიშვილი... გულში გალობდა... სულში გვწვდებოდა... თანაც, რა ფაქიზად... მე მისი ერთი ჩახუტებისთვის  ყველაფერს დავთმობდი,  მაგრამ ჩახუტებები არ უყვარდა...

 

მისი ჩახუტება იყო ფეხით რომ ამოდიოდა ჩემს აღმართზე,  ლამაზ ნინაჩკასთან ერთად... ანდროიას ჯარისკაცებს რომ ჩუქნიდა, ბებერი ბოსიკა კი ამდენი სიყვარულისგან გაოგნებული, ფეხებთან რომ უწვებოდა...

 

მე ვიცი, რომ ეს არ დაავიწყდება ანდროს... ჩემიანია და იმიტომ...

 

უცნაურ ფოტოს დავდებ ძალიან ძველი ფილმიდან „ზღვის შვილები“...

 

აფრენილი ნოდარ ფილანიშვილი. ლამაზი ლია და  გიტარიანი ნოდარიკო...

 

 

 

big_banner
არქივი