logo_geo
თამო კეშელავა: 7 აგვისტოს 4 წლის გახდა და ვერ აღნიშნა... 15 აგვისტომდე შიმშილისთვის იყო განწირული, მაგრამ...
- +

11 აგვისტო. 2019. 21:50

 

sos!

ოთხი წლისაა, 7 აგვისტოს გახდა 4 წლის. დაბადების დღე არ აღუნიშნავს, ვერ აღუნიშნავს.

დღე პური და მაკარონი ჭამა.

ისე, ხაჭო და არაჟანი უყვარს დილაობით და კარაქიანი პური.

ქათამიც უყვარს, მაგრამ ქათამს იშვითად ჭამს...

დღეს დედამ სამი ლავაშის პური აიღო ნისიად. მეტს არ მისცემენ, სამ ცალზე მეტს ვერ მისცემენ ნისიად.

სახლში ორი ბებია ჰყავს, ბებია და ბებიის და, 87 და 84 წლის ბებოები და იმათაც უნდა გაუნაწილოს ის სამი ლავაში.

არ იცის რომელი შოკოლადი უყვარს, რომელსაც მისცემენ, იმას აგემოვნებს და ბედნიერია...

15 რიცხვამდე ბებიებს პენსია არ დაერიცხებათ, 15 რიცხვამდე შიმშილისთვისაა განწირული, გარდა ამისა, ორშაბათს გაზსაც ჩაუჭრიან, თუ სადმე 26 ლარი ვერ იშოვნეს.

ხვალ პური არ ექნება, მაკარონი დარჩა ცოტა. ხვალ, იქნებ მაკარონი იყოს.

4 წლისაა და იცის რა არის შიმშილი.

დედამ მომწერა.

ერთხელ მომესალმა.

მივესალმე, სმაილი გამომიგზავნა და გავიდა.

მეორედ - მომიკითხა.

მესამედ მითხრა, რომ საქმე აქვს, მაგრამ მერე მეტყვის.

მეოთხედ - მომწერა, რომ ძალიან ერიდება, მაგრამ 4 წლის შვილს შია და გაზი გაითიშოს არ არის პრობლემა, არაფერი უნდა, არც ფული, ოღონდ საჭმელი მიაწოდოს ვინმემ შვილისთვის.

არ დაიწყოთ რატომ არ მუშაობს, ვკითხე ეგაც, შვილის ბაღიდან გამოყვანა მოუწია მიზეზთა გამო და მოხუცებს ვერ უტოვებს. აი, სექტემბრიდან, ბაღში მიიყვანს და იქნებ სამსახურითაც დავეხმაროთ...

მანამდე კი, აქვე, ქალაქში, 51-ე სკოლის მიმდებარედ 4 წლის ბიჭს შია...

მისამართი, ტელეფონის ნომერი მე მაქვს.

ანგარიშის ნომერს აქაც დავდებ: GE48BG0000000194027300

საქართველოს ბანკი

მიმღები: თ.ფ.

 

7 აგვისტოს 4 წლის გახდა და ვერ აღნიშნა...

10 აგვისტოს დედამ სამი ლავაში ინისია და მაკარონი მოხარშა, ვინ იცის მერამდენედ...

15 აგვისტომდე შიმშილისთვის იყო განწირული, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ!

 

თამო კეშელავა

 

 

 

big_banner
არქივი