logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: როგორ გახდა როსტროპოვიჩისენ-სანსის „მომაკვდავი გედი“...
- +

12 აგვისტო. 2019. 16:42

 

 

რა ვქნა, საოცრად მიყვარს მსტისლავ როსტროპოვიჩი...

როგორც შემოქმედი, როგორც პიროვნება,

როგორც განუმეორებელი მეუღლე და მამა...მიყვარს იმის გამო, რომ საოცარი თანაგრძნობის ნიჭი გააჩნდა...

მიყვარს, რადგანაც აბსოლუტურად უშიშარი იყო...

მიყვარს იმიტომ, რომ როდესაც კაცს ასეთი კეთილი იუმორი დასდევს,

როდესაც საკუთარი თავის სასაცილოდ გამოყვანა არ ეშინია, ეს მართლა კაცია!!!

თორემ ახლა, სხვას რომ დასცინო, ამაზე ადვილი რა არის...

 

ერთი შესანიშნავი ისტორია მინდა მოგიყვეთ, მისი მოგონებებიდან...

 

1990 წელს როსტროპოვიჩი ხელმძღვანელობდა ვაშინგტონის ორკესტრს და ახლო მეგობრობა აკავშირებდა მევიოლინე აიზეკ სტერნთან და ფლეიტისტ ჟან-პიერ რამპალთან.

 

ამ დროს კი აიზეკს უსრულდებოდა 70 წელი და გადაწყდა, რომ მის იუბილეს გადაიხდიდნენ სან-ფრანსისკოში, სადაც სტერნი დაიბადა... მიიწვიეს როსტროპოვიჩი...

 

მან კი, ღონისძიების ორგანიზატორებს ერთი პირობა წაუყენა - „ჩამოვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არავის არ ეცოდინება, რომ მე იქ ვიქნები, აიზეკს და მის სტუმრებს გადაეცით, რომ უარი განვაცხადე, რადგანაც ძალიან დაკავებული ვარ.

 

თქვენ კი, სტუმრებისგან მოშორებით შემიკვეთეთ სასტუმრო და თუ შეიძლება, ხვალ დილით, სასტუმროში გამომიგზავნეთ მკერავი და მეწაღე, რომელიც პუანტებს კერავს“...

 

როგორც თავად როსტროპოვიჩი ყვებოდა, მეწაღე კინაღამ გაგიჟდა, როდესაც გაიგო, რომ მის უზარმაზარ ფეხისთვის საბალეტო ფეხსაცმელი უნდა მოერგო, თასმებიანი))) საბალეტო „პაჩკაზე“ კი დაიხარჯა 5-ჯერ მეტი მასალა, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი ბალერინასთვის...

 

როსტროპოვიჩს საუდუმლოდ მოუფიქრებია ასეთი ნომერი...

 

შესანიშნავი გრიგორი პეკი, რომელსაც იუბილე მიყავდა, გამოდიოდა სცენის ცენტრში და ორკესტრის თანხლებით, რომელიც უკრავდა „სენ-სანსის „მომაკვდავ გედს“, უნდა გამოთქმით წაეკითხა წინასწარ გამზადებული ტექსტი რომელიც ჟღერდა შემდეგნაირად - „ერთხელ, აიზეკ სტერნმა დაინახა შესანიშნავი მანდილოსანი, რომელიც გავდა თეთრ გედს... სწორედ ის გახდა შემდგომში მისი მეუღლე - ვარა სტერნი... მან დაინახა ეს თეთრი გედი და შეუყვარდა და მთელი ცხოვრება მასთან გაატარა“...

 

თანაც, ვიოლონჩელისტი (როსტროპოვიჩის ჩანაფიქრის შესახებ, მთელ ორკესტრში მხოლოდ მან და პიანისტმა იცოდნენ) განგებ დასვეს ისე, რომ კარგად გამოჩენილიყო და მელოდიის დასაწყისში, უნდა გაეთამაშებინა, რომ თითქოს ცუდად გახდა და გავარდნილიყო კულისებში... ვიოლონჩელი კი ეულად უნდა დაჩენილიყო, სკამ მიყრდნობილი...

 

ვიოლონჩელისტს ისე კარგად გაუთამაშებია თავისი როლი, რომ კულისებში რომ გავარდა, დარბაზიდან 3 ექიმი გაყვა.

 

მელოდიით კულმინაციურ მომენტში, გრიგორი პეკი, თვალზე კურცხალს იწმენდდა და ამ დროს...

 

ზურგით მაყურებლისკენ, პუანტებზე უნდა „შემოეცურა“, გედ-როსტროპოვიჩს, თანაც მაია პლისეცკაიასავით უნდა „ექნია ფრთები“...

 

როცა ფრთაგაშლილი როსტროპოვიჩი, თავისი არაგედური გაბარიტებით სცენაზე გამოვიდა, ორკესტრანტები სკამებიდან კინაღამ გადმოვარდნენ - წინასწარ ხომ არაფერი არ იცოდნენ და თანაც, მაესტრო ვერ იცნეს...

 

თურმე უფიქრიათ, ალბათ აიზეკის ბალერინა-მეუღლის დაბერებული კოლეგააო.

 

„გედი“ კი, ამ დროს ნელ-ნელა მიუახლოვდა ვიოლონჩელს... ხელში აიღო, სკამზე დაჯდა და ორკესტრანტებს შეუერთდა მუსიკაში...

 

ყველა გაშეშდა, ორკესტრშიც, დარბაზშიც...

მხოლოდ პიანისტი, ვინც საქმის კურსში იყო, იმისგან, რომ სიცილს იკავებდა, ვიოლონჩელისგან განსხვავებით, მართლა ცუდად გახდა და ვეღარ უკრავდა ...

 

5 წუთში როსტროპოვიჩი იცნეს და დარბაზში ხარხარი ატყდა...

 

აიზეკის მეუღლე, ვერა ყვება, რომ სტერნმა იმდენი იცინა, რომ... სერიოზული კონფუზი მოუვიდა.

 

დილით კი გაბრაზდა, რადგანაც მისი 70 წლის იუბილეს აღმწერ წერილებში, ყველგან როსტროპოვიჩი იყო გადაღებული, ბალერინას ფორმაში...

 

მაია პლისეცკაიასაც ბევრი უხალისია და უთქვამს - „მე მაინც უკეთესად გამომდისო“.

 

აი ასეთი ხალხი იყო და ასე ლამაზად ხუმრობდა...

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი