logo_geo
თეა ფირცხალავა: ხრუშჩოვიდან თეა ფირცხალავამდე და აფხაზეთიდან - ლონდონამდე
- +

13 აგვისტო. 2019. 21:39

 

 

სტატუსს „თავმდაბლურად“ დავარქვი „ხრუშჩოვიდან თეა ფირცხალავამდე და აფხაზეთიდან - ლონდონამდე“…

 

ჩვენმა იუბილარმა კომანდანტემ მართლაც დიდი გზა განვლო სანამ მე „შემხვდებოდა“ ლონდონში - მადამ ტიუსოს „სახლში“, "სადაც" მას დიდმა პოეტმა ევგენი ევტუშენკომ „უმღერა“:

 

„И я молодой, и Фидель молодой,

и вся революция молодая.

Я не обзавелся еще бородой,

и не собирался. Ходил, как летая...“

 

1927 წლის 13 აგვისტოს სოფელ ბირანში დაიბადა ზოგისთვის დიდი კუბელი რევოლუციონერი და პოლიტიკოსი, ზოგისთვის კომუნისტი დიქტატორი და რეპრესიების ავტორი, ზოგისთვის უბრალოდ კუბის ლიდერი და დიდი ჩე გევარას თანამებრძოლი, ზოგისთვის კი...

 

მოკლედ... 13 აგვისტოს ე.წ. „პერანგში“ დაიბადა დიდი კუბელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ფიდელ კასტრო, რომელსაც, პირადად მე, „უკვდავი კაშჩეი“ შევარქვი, რადგან დედამიწის ზურგზე ვერ დამისახელებთ მეორე პოლიტიკოსს, რომელსაც დაახლოებით 641-ჯერ დასხმოდნენ თავს და 641-ჯერვე გადარჩენილიყოს. ასეთი ბუნებაში არ არსებობს, რასაკვირველია, გარდა ჩვენი კაშჩეისა, რომელიც, ბოლობოლო ისევ ფიდელმა „მოკლა“ - 2016 წელს...

 

მოკლედ, ფიდელთან ახლოსაც ვერ მივლენ თვით მრავალთავდასხმული ამერიკის პრეზიდენტებიც კი, დაწყებული ეიზენჰაუერიდან ვიდრე ბილ კლინტონამდე. ფიდელის მოკვდინება მავანთა „იდე ფიქსად“ იქცა, მაგრამ „მარადმწვანე“ კომანდანტეს მაინც ვერაფერი დააკლეს, არადა რა აღარ სცადეს: მოწამლული ავტოკალამი, დავირუსებული აკვალანგით აღჭურვილი ადვოკატი, ფეთქებადი სიგარა, მოსყიდული ყოფილი საყვარელი, სნაიპერი, სკამქვეშ ამოკრული ბომბი, აჯიკა წასმული აფხაზურა (შუტკა... რამდენიმე სიტყვას რუსულად დავწერ, რადგან ტავარიშჩ ფიდელ კასტრო რუსმა „კარგად“ იცოდა რუსული ენა)...

 

ჰოოოდაააა, აფხაზურაზე გამახსენდა...

 

1963 წელს ფიდელ კასტრო, ნიკიტა ხრუშჩოვის მიპატიჟებით, არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა საქართველოში, სადაც მათ მასპინძლობდა ვასილ მჟავანაძე, რომელმაც მაღალი სტუმარი კახეთში წაიყვანა, სადაც არაოფიცალური სტუმარი ოფიციალურად „გადადგა ჭკუიდან“ ქართული სტუმართმოყვარეობით, სუფრით, ღვინით, მრავალჟამიერით, ქეიფით და, რაც მთავარია, თეფშზე მოთახთახე ხაშლამით... მოგვიანებით საპატიო სტუმრები აფხაზეთში ჩავიდნენ, სადაც მათ მასპინძლობდა მიხეილ ბგაჟბა, რომელმაც ფიდელი, ნიკიტა და თანმხლები პირები გუდაუთის რაიონის ულამაზეს სოფელ დურიფშში ჩაიყვანა. იწერება, რომ ხრუშჩოვმა მაინცდამაინც დურიფში შეარჩია ფიდელისთვის საბჭოთა ბირთვული წყალქვეშა ნავების პროექტების გასაცნობად. დურიფშიდან სტუმრები წავიდნენ რიწის ტბაზე და ტავარიშჩ ფიდელ კასტრო რუსი, თურმე, სრულიად აღაფრთოვანა ქართველებისა და აფხაზების სტუმართმოყვარეობამ, ღვინომ, სადღეგრძელოებმა, ასწლოვანი მოხუცების ცეკვამ, ხალხის გულთბილობამ, ირმის მწვადმა და „აფხაზურამ“... აქ ჩემი რომ არ ვთქვა, ვერ მოვისვენებ... ირემი როგორ გაიმეტეს იმ მტარვალებმა? ჰოდა, უბედურების ზარმაც მალე ჩამოჰკრა, ქართული ირმის მწვადი ნიკიტას ცეცხლად შეერგო და სულ რაღაც 3-4 თვეში ქეც მოაძრეს პოსტიდან...

 

90 წლის ფიდელ კასტრო გარდაიცვალა 2016 წელს, ჰავანაში და ამ სტატუსს კვლავ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოეტის ევგენი ევტუშენკოს ლექსით დავასრულებ:

 

„...А что же оставите вы

помимо злорадства, ехидства,

неужто же все таковы

не дети стыда, а бесстыдства?

Великую жизнь осуждать

советую осторожно,

не пробуя даже создать

все то, что забыть невозможно.“

big_banner
არქივი