logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: იცით, რაში მინდა გამოგიტყდეთ? მხოლოდ დღეს... ხვალ, სავარაუდოდ, ვინანებ...
- +

15 აგვისტო. 2019. 02:18

 

 

იცით, რაში მინდა გამოგიტყდეთ? მხოლოდ დღეს... ხვალ, სავარაუდოდ, ვინანებ...

მაგრამ ზეგ, შესაძლებელია,  ძალიან გვიან იყოს... ამიტომაც დღეს ვამბობ...

 

ქართველებმა  სარეველასავით უნდა ამოვძირკვოთ გულიდან  ყოჩივარდივით ჩამჯდარი, წვრილფესვიანი  შური...

 

გუშინ, თხელი პინცეტით რომ ვიღებდი გულიდან სველ და გრძელ-ძაფიან ფესვებს,  მივხვდი, როგორ ჩაგვეზარდა...

 

ამოვაბრძანოთ ფრთხილად... ნუ ამოვიგლიჯავთ და გვიყვარდეს და გვიხაროდეს ერთმანეთი...

 

ცხოვრება ძალიან მოკლეა... პეპელასავით...

 

ცით, პეპელა როგორ კვდება? ღირსეულად... პოულობს საყვარელ ყვავილს... ყვავილი რომ იხურება,  თაფლის ბოლო სურნელს იპარავს და იძინებს...

 

ჩვენ ყველას საკუთარი ყვავილი გვაქვს... უბრალოდ, ზოგჯერ  ვერ ვუფრთხილდებით...

 

ყველაზე ლამაზი ყვავილი, რაც ცხადად მინახავს იყო ლიკა... გავუფრთხილდით? ვერა... ის თავის პეპლებს გაყვა... ჩვენ კიდევ ჩვენი პეპლებისთვის ვერ მოგვივლია...

 

პირადად მე, თავს დამნაშავედ ვაცხადებ... თქვენ, როგორც გინდათ...

 

მერცხალივით აკაკუნებდა... არ გვესმოდა...

 

 

 

big_banner
არქივი