logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: წაიკითხეთ, რას ამბობდა გარეწარი სააკაშვილი კობი-გუდაურის გზის და გვირაბის მშენებლობაზე...
- +

16 აგვისტო. 2019. 15:46

 

 

წაიკითხეთ, რას ამბობდა გარეწარი სააკაშვილი კობი-გუდაურის გზის და გვირაბის მშენებლობაზე 2012 წლის აპრილში.

 

ინფორმაცია „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა 7 წლის წინ.

××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××

 

მიხეილ სააკაშვილი იმ პროექტის განხორციელებას აპირებს, რასაც კომუნისტები 1970-იან წლებში აპირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვეს.

 

საუბარია საქართველოს სამხედრო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე გვირაბის მშენებლობაზე, რაზეც პრეზიდენტმა გუშინ, 9 აპრილს ყაზბეგში ვიზიტის დროს ისაუბრა:

 

„ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება – თბილისზე მიბმული საოცრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

ხელისუფლების ცნობით, გვირაბი დაიწყება გუდაურის ყველაზე რთულ ამოსახვევამდე და კობში დასრულდება (დაახლოებით, 9,5 კილომეტრი), რაც წლის ნებისმიერ დროს გაამარტივებს მიმოსვლას თბილისი-ყაზბეგის გზაზე. დღესდღეობით კი გზის ეს მონაკვეთი ზამთრის პერიოდში ხშირად იკეტება, რაც პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამ გზით სარგებლობენ.

 

სამხედრო გზის ამ მონაკვეთზე გვირაბის აშენების ინიციატივა ჯერ კიდევ კომუნისტებს ჰქონდათ 1970-იან წლებში, თუმცა საბოლოოდ უარი თქვეს ამ ინიციატივაზე.

 

მლეთა-კობის საავტომობილო გვირაბის აშენებაზე საუბარი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებშიც განახლდა ხელისუფლების მხრიდან (1997 წელს), მაგრამ მისი განხორციელება ვერც შევარდნაძის მთავრობამ მოახერხა.

 

ამჯერად აღნიშნული პროექტის განხორციელებას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გეგმავს.

 

გვირაბის აშენების სრული ღირებულება უცნობია, თუმცა მიმდინარე წელს ბიუჯეტში ამისთვის უკვე არის 10 მლნ ლარი გათვალისწინებული: აქედან 2 მლნ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო 8 მლნ „აზიის განვითარების ბანკის“ კრედიტია. პროექტს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ განახორციელებს.

 

 

ბონდო მძინარაშვილი

 

 

 

big_banner
არქივი