logo_geo
თეა ფირცხალავა: ვინ, თუ არა ღვთისმშობელმა, იცის, რა მოუშუშებელ ტკივილს განიცდის დედა შვილთან განშორების მომენტში...
- +

28 აგვისტო. 2019. 16:59

 

 

„დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე...“

 

ქართველებისთვის ამ ყველაზე ძვირფასი მანდილოსნისადმი მიძღვნილ ყველა სტატუსს ვიწყებ სიტყვებით: მიყვარს ეს ადამიანი, ეს ქალი, ეს დედა, ეს წმინდანი!

 

მიყვარს, განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ყოველ დილით სწორედ მას შევთხოვ ჩემი შვილების „მიხედვას“ - იმქვეყნიურ და ამქვეყნიურ სამყაროში...

 

ვინ, თუ არა ღვთისმშობელმა, იცის, რა მოუშუშებელ ტკივილს განიცდის დედა შვილთან განშორების მომენტში... ვინ, თუ არა ღვთისმშობელმა, გამოსცადა, რა უძლურია დედა შვილთან დამშვიდობების დროს... ვინ, თუ არა ღვთისმშობელი, გამიგებს, რას განვიცდი მისი ხატის წინაშე, როდესაც შევთხოვ, რომ მის ერთადერთ ძეს, ჩვენს უფალს შეევედროს ჩემი ვაჟის სულის შენდობა... „... კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა!" - დედაო!

 

მარიამ ღვთისმშობელმა მიწიერ ცხოვრებაში სულ რაღაც 63 წელი დაჰყო, ხოლო მოსალოდნელი მიძინების წინ შეკრებილ მოციქულებს, რომლებიც ცრემლებს ვერ იკავებდნენ და უშენოდ რაღა გვეშველებაო, გოდებდნენ, მუდარით სავსე თვალებით დაუბარა, ჩემს ძესთან და უფალთან შეხვედრის სიხარულს ცრემლით ნუ დამიმძიმებთ, ჩემი სხეული გეთსიმანიაში გადაიტანეთ და იქ დაკრძალეთ და თუკი უფალი ინებებს, მიძინების შემდეგ ისევ მიხილავთო.

 

თურმე, მაცხოვარი ზეციურ სამყაროში შებიჯებისთანავე მიეგება საყვარელ დედას და იგი თავის სავანეში დაასახლა.

 

„დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია

ეს საქართველო დიდჭირნახული,

შეუნდევ ცოდვა!.. ნუ ააღებ ხელს,

ლმობიერებით იბრუნე გული!“

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს გილოცავთ, მეგობრებო!

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი