logo_geo
თეა ფირცხალავა: ფოტოგრაფობამდე მენ რეი გატაცებული იყო ფერწერით და ერთი პერიოდი დიდ ხელოვანებსაც კი ბაძავდა...
- +

28 აგვისტო. 2019. 14:49

 

„ვხატავ იმას, რისი ფირზე აღბეჭდვაც შეუძლებელია, ანუ რაც წარმოსახვიდან ან ფანტაზიიდან მოდის“.

 

ფოტოგრაფობამდე მენ რეი გატაცებული იყო ფერწერით და ერთი პერიოდი დიდ ხელოვანებსაც კი ბაძავდა... ერთხელაც მოდური მიმართულებით - ავანგარდით დაინტერესდა, მაგრამ ნამუშევრებს ვერ ყიდდა და ხელმომჭირნედ ცხოვრობდა... რა არ სცადა, მარსელ დიუშანთან ერთად დადაიზმის ნიუ-იორკის განყოფილებაც დააფუძნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამერიკაში დადაიზმი არაპოპულარული იყო, ამიტომ თავი დაანება, პარიზში გადავიდა და ავანგარდისტ ფოტოგრაფად ჩამოყალიბდა.

 

მენ რეის ინტერესთა სფერო ძალზე ფართო იყო: ფერწერა, კოლაჟები, კუბიზმი, ფუტურიზმი, აბსტრაქცია... ერთი პერიოდი ხატავდა „მზა“ პროდუქციასა და უსულო საგნებსაც, რაც, ალბათ, მისი განუყრელი მეგობრის - მარსელ დიუშანის გავლენით ხდებოდა. ასე შეიქმნა მენ რეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიურრეალიტური ნახატი „საჩუქარი“, რომლის შესაქმნელად მან აიღო უბრალო უთო და უკანა მხარეს მიაწება 14 სპილენძის ლურსმანი, რომელიც პარიზის გამოფენაზე გაიტანა. მოგვიანებით უთო-„საჩუქრის“ რამდენიმე ვარიანტი შეიქმნა და პოპულარობით სარგებლობდა...

 

1921 წელს მენ რეი გადავიდა პარიზში და მონაწილეობა მიიღო სიურრეალისტების გამოფენაში, რომელზეც ასევე გამოიფინა პიკასო, ერნსტი და სხვა ცნობილი მხატვრები.

 

1951 წელს მენ რეიმ მიატოვა ფოტოგრაფირება და მთლიანად ფერწერით დაკავდა. ბევრი არ უწონებდა იმ ნაბიჯს, ის კი პასუხობდა, რომ არასოდეს მიუტოვებია არც ფერწერა და არც ფოტოგრაფირება - 35 წელი იყო ფოტოგრაფი და იმდენივე ხანი - ფერმწერი, უბრალოდ, ორმაგი ცხოვრებით იცხოვრა.... ამბობდა, ზოგი მეუბნება, რომ ეს თაღლითობაა, მაგრამ მე მათ ვპასუხობ, რომ დღევანდელი ტყუილი ხომ ხვალინდელი სიმართლეა-მეთქი.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220356186074543

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი