logo_geo
თეა ფირცხალავა: 1896 წლის 27 აგვისტოს „ეპიზოდების დედოფალი“ მსახიობი ფაინა რანევსკაია დაიბადა
- +

28 აგვისტო. 2019. 17:08

 

„...О многострадальная Фаина,

Дорогой захлопнутый рояль,

Грустных нот в нем ровно половина

И столько же несыгранных. А жаль!”

 

საუცხოო მსახიობმა და პოეტმა ვალენტინ გაფტმა ეს ეპიგრამა ჩვენს დღევანდელ იუბილარს მიუძღვნა...

 

1896 წლის 27 აგვისტოს დაიბადა კინოსა და თეატრის ერთ–ერთი ლეგენდა და XX საუკუნის უდიდესი მსახიობი ფაინა რანევსკაია, რომელიც ხელოვნების ისტორიაში, ძირითადად, ფანტასტიურად შესრულებული ეპიზოდური როლებით შევიდა, რისთვისაც „ეპიზოდების დედოფალი“ შეარქვეს.

 

ფაინა რანევსკაიას არასოდეს შეუქმნია ოჯახი, ამბობდა – ოჯახი ყველაფერს ცვლის. ამიტომ, სანამ ოჯახს შექმნიდეთ, დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - ყველაფერი თუ ოჯახიო, ამიტომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მარტოსული იყო და მარტოობის ფენომენს ასე ხსნიდა - მარტოობაა, როდესაც სახლში ტელეფონი გაქვს, შენ კი მაღვიძარა გაღვიძებსო... არ დაიჯეროთ, ხალხო, რადგან ყველამ იცოდა, რომ მის ცხოვრებაში მყარად იყო შეჭრილი ერთი „კაცი“ რომელიც არასოდეს აგრძნობინებდა მარტოობას, არასოდეს ასვენებდა, სულს უფორიაქებდა... და ეს კაცი იყო გენიალური ალექსანდრ პუშკინი... ამაზე გაფტი იტყვის:

 

„С ней он никогда не расставался,

Самый лучший – первый кавалер,

В ней он оживал, когда читался.

Вот вам гениальности пример.“

 

ფაინა რანევსაკაია პუშკინთან დაკავშირებით თავის ავტობიოგრაფიულ წიგნშიც დაწერს: „მახსოვს, ერთხელ ახმატოვას დავურეკე და პუშკინი მესიზმრა-მეთქი, ვუთხარი. ახლავე მოვდივარო, მითხრა ანნა ანდრეევნამ. მოვიდა. დიდხანს ვისაუბრეთ. მან მითხრა: რა ბედნიერი ხართ! მე ის არასოდეს მესიზმრებაო...

 

ფაინა რანევსკაია სხვა „დამსახურებითაც“ მოხვდა ისტორიაში - მისი ცნობილი სკაბრეზული გამონათქვამებით, რომლებიც ფრთიან ფრაზებად იქცნენ, სახლ-კარ და ეზო-ეზო დაფრინავენ და დღეს - „...ბავშვმაც კი იცის, ვინ არის...“ ფაინა.

 

მარიამობის წინა დღეს დეიდა ფაინას სკაბრეზებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რამდენიმე „კულტურულ“ ნათქვამს მაინც შეგახსენებთ, ცოტაოდენი განტვირთვისთვის:

 

„თუ ადამიანი სიბოროტეს გაგიკეთებს, ფოჩიანი კანფეტი მიეცი: ის ბოროტებას – შენ კანფეტს, ის ბოროტებას – შენ კანფეტს... და ასე აკეთე მანამ, სანამ იმ ნაძირალას შაქრის დიაბეტი არ განუვითარდება“. ერთხელ ფაინასთვის უკითხავთ, რა არის გამელოტებაო; რა და თავის ნელი, მაგრამ პროგრესული გარდაქმნა საჯდომად, ოღონდ ჯერ ფორმით და მერე შინაარსითო. ერთხელ ჭირვეულ ახალგაზრდა მსახიობს დაუჩემებია, მარგალიტის მძივი, რომელიც პირველ აქტში მეკეთება, ნამდვილი მარგალიტი უნდა იყოს, თორემ არ ვითამაშებო... ფაინას დაუმშვიდებია, ყველაფერი ნამდვილი იქნება, პირველ აქტში - მარგალიტის მძივი და ბოლო აქტში - საწამლავიცო.

 

ერთხელაც, 1984 წელს, ფაინა რანევსკაიამ თქვა, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა გასეირნება სამუდამო ძილის წინო... და გარდაიცვალა... და ამ სტატუსს კვლავ გაფტით დავასრულებ:

 

„Голова седая на подушке.

Держит тонкокожая рука

Красный томик «Александр Пушкин».

С ней он и сейчас наверняка.“

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220355811665183

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი