logo_geo
1934 წლის 19 აგვისტოს კობა წაქაძე დაიბადა
- +

19 აგვისტო. 2019. 15:13

 

1934 წლის 19 აგვისტოს დაბა ბაკურიანში დაიბადა უამრავი ტიტულის, პრიზისა და მედლის მფლობელი ტრამპლინიდან მხტომელი რეკორდსმენი და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი კობა წაქაძე, რომელსაც დამსახურებულად უწოდეს „მფრინავი ტორპედო“. იგი არის კორტინა დ’ამპეცოს, სკვო-ველის, საპოროს, ინსბრუკისა და გრენობლის ოლიმპიადებისა და მსოფლიოს მრავალი ჩემპიონატის მონაწილე, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, რომელმაც პირველმა დაამკვიდრა ტრამპლინიდან ხტომის განსხვავებული სტილი, როდესაც მხტომელს - წინ გაშვერილი ხელებით ხტომის ნაცვლად - ხელები უკან უნდა წაეღო, რაც განაპირობებდა მეტ აეროდინამიკას და ტრამპლინიდან ხტომაც გაცილებით ლამაზი ხდებოდა. ბატონი კობა იხსენებს, რომ მისი სტილით მეცნიერებიც კი დაინტერესდნენ და აეროდინამიკურ მილში გაატარეს, რათა დეტალურად შეესწავლათ მისი უპირატესობა.

 

აი, რა იწერებოდა იმ პერიოდის „The New York Times“-ის ფურცლებზე: „კობა წაქაძე მსოფლიოში უდიდესი მხტომელია... მან თავისდა გაუცნობიერებლად გამოიგონა ახალი სტილი: ტანი უჭირავს სწორად და ყოველგვარი დაძაბვის გარეშე იხრება ისე, რომ მისი სახე თხილამურებიდან ორი ფუტის დაშორებაზეა. იგი თხილამურებს მხოლოდ ფეხის თითების წვერებით ეხება, ხტება უზარმაზარ მანძილზე, მისი ხტომა საოცრად ლამაზია“.

 

არაერთი მიწვევისა და „ცდუნების“ მიუხედავად, კობა წაქაძეს არასოდეს მიუტოვებია სამშობლო. ერთგან იხსენებს, ამერიკელები მილიონ დოლარს მთავაზობდნენ, რომ მათთან გადავსულიყავი და მათი სახელით მეასპარეზაო. ის კი არადა, მისი ტორპედოსებრი ნახტომით აღფრთოვანებულ უდიდეს ამერიკელ მწერალს ჯონ აპდაიკს ლექსიც კი მიუძღვნია კობასთვის (რომელსაც ვერსად მივაგენი სოციალურ ქსელში)...

 

დღესაც კი, უკვე ასაკოვანი სპორტსმენი, დაბა ბაკურიანში ცხოვრობს და თავისი სათაყვანებელი სპორტის სახეობის აღორძინებაზე ოცნებობს.

 

ბატონო კობა, გილოცავთ დაბადების დღეს და მაცხოვრის ფერისცვაელბის დღესასწაულს. გისურვებთ ჯანის სიმრთელეს და დღეგრძელობას - თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად! და კიდევ ერთს ვისურვებდი: მალე აგსრულებოდეთ თქვენი სანუკვარი ოცნება.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220284247676128

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი