logo_geo
თეა ფირცხალავა: თქმულება Little Black Dress-ზე, ანუ პატარა შავ კაბაზე...
- +

19 აგვისტო. 2019. 19:56

 

თქმულება LBD-ზე, ანუ Little Black Dress-ზე, ანუ პატარა შავ კაბაზე...

 

„Перестань намекать на постель –

Ведь проблем не решают объятьем.

Я сегодня надену Шанель –

Буду в маленьком… черном….платье...“

 

არტურ კეიპელთან გატარებული 10 წელი ყველაზე ბედნიერი იყო კოკო შანელის ცხოვრებაში. არტური იყო უდიდესი გადამზიდავი კომპანიის მეპატრონის ვაჟი და პოლოს საუკეთესო მოთამაშე. მისი მეტსახელი იყო „ბოი“ და თუ კოკოსთან მის დამოკიდებულებას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის მართლაც უბრალო ბოივით იქცეოდა... მერე რა, რომ კოკოს უდიდესი მაღაზია უყიდა პარიზის უპრესტიჟულეს კამბონის ქუჩაზე, N31 სახლში, სასტუმრო „რიცის“ მოპირდაპირედ, სამაგიეროდ, წარამარა ღალატობდა და საყვარლების კაბებსაც კი კოკოს აკერინებდა... და რას შვებოდა კოკო იმ დროს? კოკო სიყვარულის მონად იყო ქცეული, რაც სულაც არ ჰგავდა მომავალ „მაგარ“ კოკოს... კოკო და ვინმეს „მონობა“ შეუძლებელი იყო, ეს ოდესმე უნდა დამთავრებულიყო, ქალი ჭკუაზე უნდა მოსულიყო და... ასეც მოხდა, ბოლოს ყველაფერი დამთავრდა... 1919 წელს არტური ავტოკატასტროფაში დაიღუპა...

 

კოკო ადგილს ვერ პოულობდა, არაფერი ახარებდა, ფერადს არ იკარებდა და მხოლოდ შავ სამოსში დადიოდა... აი, სწორედ მაშინ - 1920 წელს - შეიქმნა მისი ყველაზე ცნობილი „პატარა შავი კაბა“ და ცოტა ვინმემ თუ იცოდა, რომ ეს შანელის მორიგი მოდური აჩემება კი არ იყო, არამედ სწორედ იმ კაბაში „ჩაიდო“ მისი პირადი ტრაგედია...

 

ჟურნალმა „ვოგმა“ კოკოს „შავი კაბა“ შეადარა ავტომობილ „ფორდის“ პოპულარობას და მას მოდის „ფორდი“ უწოდა.

 

„პატარა შავი კაბა“ დღესაც კი, ყველა ქალის ერთგვარი მაშველი რგოლია. მახსოვს, ერთხელ, ლონდონის აბსოლუტურად ჩვეულებრივ მაღაზიაში „პატარა შავი კაბა“ შევიძინე და თბილისში ყველა მეუბნებოდა, ვააა, რა მაგარი შანელის კაბა გაცვიაო... მეც ვიფერებდი, რატომ უნდა ამეხსნა, რომ ასე არ იყო?!

 

კოკო შანელმა ყველა ოცნება აისრულა, ერთის და ყველაზე სანუკვარის გარდა - იგი ვერასოდეს გახდა დედა, არადა მთელი შეგნებული ცხოვრება დედობაზე ოცნებობდა... გეგონებოდა, რომ ბედმა მას დააბერტყა ხანგრძლივი, გასხივოსნებული და ფანტასტიურად მდიდრული ცხოვრება, მაგრამ იმავდროულად წაართვა ყველაზე ძვირფასი - დედობის განცდა. როგორც სჩანს, მას მართლაც აუხდა ბაბუის წყევლა, რომელმაც დაუნდობლად დასწყევლა საკუთარი ქალიშვილი, კოკოს დედა და მათი მოდგმის ყველა ქალი... კოკო „აკრძალული“ კავშირის ნაყოფი იყო, ხოლო დედამისი მშობიარობას გადაჰყვა, რასაც წლების განმავლობაში კიდევ მრავალი სიკვდილი მოჰყვა...

 

კოკო შანელი მარტოსული შეხვდა სიცოცხლის დასასრულს... იგი იყო დედამისის მოდგმიდან ბოლო ქალი, რომლითაც ბაბუის წყევლა „ამოიწურა“... ტყუილად როდი ამბობენ, კაცის წყევლაზე საშინელი არაფერიაო... აქვე გეტყვით, რომ წყევლის მეშვეობით კაცი საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლის კარებს ფართოდ უღებს ეშმაკისეულს... ფუი ეშმაკს!!!

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220284696727354

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი