logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: ესაა დემოკრატიულ ქვეყანაში გაზრდილი, კაცი პოლიტიკოსი?..
- +

11 სექტემბერი. 2019. 15:31

 

 

მე მეგონა, მარტო ქართველი კაცები იყვნენ უხეშები და ეს ბატონი კრამერი, თურმე რა საშინელება ყოფილა?.. ესაა დემოკრატიულ ქვეყანაში გაზრდილი, კაცი პოლიტიკოსი?.. ეტყობა ეს, ისეთი დემოკრატი პოლიტიკოსია, როგორიც მიშა სააკაშვილი და გიგა ბოკერია იყვნენ თავის დროზე, ეკლესიებს რომ არბევდნენ, ხალხს რომ აწამებდნენ და ბიზნესს რომ არეკეტებდნენ... და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რომ მოსწონდათ ამერიკელებს... არადა, გარეგნულად ეს კონფერენცია ნაცების ყრილობას უფრო ჰგავდა, ვიდრე საერთაშორისო დონის ღონისძიებას... იმდენი ნაძირალა ნაციონალი იყო იქ, რომ ქუჩის მიტინგზეც არასდროს რომ არ ყოფილან ერთად ამდენი...

 

არც რუსებზე ვგიჟდები, ახვრები და ოკუპანტები არიან, არც ამერიკელებზე, მაგრამ ეს რა საზიზღრად იქცეოდა, ბატონი კრამერი, ძალიან არაკაცურად, ქალის უპატივცემულობა კიდევ, მართლა არავის ეკადრება, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის, მითუმეტეს პარლამენტის წევრს ელაპარაკებოდა და თან ქალს... მოკლედ, დაუფარავად ვიტყვი, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის, ჩვენს ქვეყანაში, გავლენების გადანაწილება, აქტიურად მიმდინარეობს... ვინც ცუდად მოიქცევა ამ ქვეყანაში, მნიშვნელობა არა აქვს მის წარმომავლობას, ამერიკელი იქნება ის თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, კეთილი ინებოს ყველა ასეთმა და სასწრაფოდ დატოვოს ქვეყანა... ისე, ეს უმრავლესობის წარმომადგენლები რომ პოზიციას აფიქსირებენ, ხომ შეიძლება მყარი პოზიცია დააფიქსირონ და „არც მწვადი დაწვა და არც შამფური“-ს პოზიცია გვერდზე გადადონ?..

 

ირმა ინაშვილი, რომელიც არ იყო მიწვეული ხსენებულ ღონისძიებაზე და მის პოლიტიკურ პარტიას, ნაციონალები და კრამერის თანაგუნდელები შეხმატკბილებულად თუ ლანძღავდნენ, დიახაც, ის უნდა მისულიყო ადგილზე... ასევე, მას საშუალება უნდა მისცემოდა, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია... კარგად ჩანდა, თავად კრამერი როგორ იდორბლებოდა და იფურთხებოდა, ყველამ ვიხილეთ ეს ფაქტობრივი მასალა, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში...

 

ისე, მაგრად მაინტერესებს, ეს ამერიკული დელეგაცია, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, რატომ მოიხსენიებს „პატრიოტებსა“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც საქართველოში, პრორუსულ ძალად, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, როცა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ერს რუსთაველზე სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანოვმა რომ წარმოგვიდგინა?.. ასევე, ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი მიშა სააკაშვილმა რუსებს გადაუფორმა და ჩააბარა, სწორედ თავის პრეზიდენტობის პერიოდში... და ახლა, ამერიკელები რომ ცდილობენ კონკრეტულ სფეროში ინვესტიციების ჩადებას, ირკვევა, რომ კონკრეტულ ბიზნესში რუსები არიან წილში და ეს წილები რუსებმა სააკაშვილის მმართველობის დროს მიიღეს, პრეზიდენტის ხელშეწყობით... ასე რომ, ის თაღლითური და არაობიექტური რიტორიკა, თითქოს ამერიკელები უფრო მეტი დემოკრატები არიან, ვიდრე არიან რუსები, სიცრუეა... უბრალოდ, რუსების დემოკრატია ჩექმისა და იარაღის ძალაში მდგომარეობს, ამერიკელებისა კი, ინფორმაციულ ავანტიურასა და ტვინის გამორეცხვის პოლიტიკაში, ეს არის და ეს, სხვა მეტი არაფერი... საბოლოოდ კი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, ყველა ამ ჩვენი ლამაზი ქვეყნის გასაძარცვად არიან მობრძანებულნი და ნაცებისგან წახალისებულნი, უკვე ჩვენს პარლამენტის წევრებსაც კი, ღიად, საჯაროდ, აყენებენ შეურაცხყოფას.

 

ყველამ, ამერიკელებმაც და რუსებმაც, კეთილი ინებეთ და პატივისცემით მოექეცით ქართველებს, მითუმეტეს ჩვენს ტერიტორიაზე... ასევე, ბოდიში მოიხადოს ბატონმა კრამერმა იმ უხეშობისა და შეურაცხყოფისთვის, რაც მან ჩვენს პარლამენტის წევრს ირმა ინაშვილსა და ქართველ საზოგადოებას მიაყენა!

 

 

 

დარეჯან ლიპარტელიანი

 

 

 

big_banner
არქივი