logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: კი ვხედავ, რა უბედურებისკენაც მივერეკებით!
- +

11 ნოემბერი. 2019. 13:17

 

ერთი ჩვეულებრივი ფილმია და არაფერი სააჟიოტაჟო არ იქნებოდა, რომ არა ჩემი ქვეყნის წარსულისა და მისი ტრადიციების გაბაიბურება და გაუპატიურება, როგორც ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს - ფილმში მოყოლილი ისტორია ქართული ყოველდღიურობაა და მეტი არაფერი. ვიცოდით, რომ ჩოხებში ჩაცმული ბიჭების სექსი ცოტა გააღიზიანებდა მოსახლეობას, მაგრამ სადღაც ეგ გათვლაც გვქონდა. როდესაც ასეთი შინაარსის ფილმს აკეთებ, მაქსიმალურად რადიკალური უნდა იყო, თორემ კაცების სექსით ვერც ევროპის ბაზარს და ვერც ჰოლივუდს ვერ გააოცებ. შესაბამისად, სცენარისტებმა წარმოიდგინეს ყველაზე წმინდა სამოსი ქართველებისთვის და სწორედ ამ სამოსში აქვთ ფილმის მთავარ გმირებს სექსი. არ მინდა, წინასწარ ბევრი რამ მოვყვე, მაგრამ ერთ კადრში ჩანს ჩოხა, რომელსაც სპერმა აქვს. ეს არის ერთგვარი მინიშნება, რომ გმირებმა წარსულზე გაიმარჯვეს, ვინც კინოში ერკვევა, მათთვის ეს ნამდვილი კინომოვლენაა...

 

პროტესტის ფორმები დაუძველდა ჩემს საყვარელ საზოგადოებას, რაღა დროს პიკეტი და მიტინგია, ფილმი უკვე არსებობს და მისი ნახვის ათასი საშუალება, თუკი რამ წმინდა და საამაყო მქონდა, მეგონა, აგერ, ერთ ფილმშია გაფარჩაკებული, რასაც ფილმის შემქმნელები წარსულზე გამარჯვებას ეძახიან - გარყვნილების და აღვირახსნილი მსოფლიოს პროპაგანდა!

 

ამ ფილმმა თავისი მისია შეასრულა ზედმიწევნით კარგად და დარწმუნებული ვარ, იქნება კიდევ ჯილდოები და ოსკარები... ჩვენ, ჩვენ, მდარე ტელეშოუებს, სერიალებს ვუყუროთ... რამდენი ხანია არავისგან გაგიგიათ სიტყვა - სამშობლო, მამული, წინაპარი... სარწმუნოებას და ეკლესიას კი, იცით, როგორ აყანყალებენ, ჰოდა, კი ვხედავ, რა უბედურებისკენაც მივერეკებით!

 

 

 

big_banner
არქივი