logo_geo
1926 წლის 17 ნოემბერს კოტე მახარაძე დაიბადა
- +

17 ნოემბერი. 2019. 12:59

 

1926 წლის 17 ნოემბერს დაიბადა მრავალმხრივი ნიჭით, უზადო მჭერმეტყველებით და ფენომენალური მეხსიერებით დაჯილდოვებული ქართველი შემოქმედი კოტე მახარაძე, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ლამაზად, ერთგულად და, რაც მთავარია, უმაღლესი პროფესიონალიზმით ემსახურა ორ მუზას - თეატრსა და სპორტს.

 

კოტე მახარაძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი და ნამდვილი სახალხო ადამიანი, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი არაერთი გამონათქვამი ხალხური თქმულებებივით ვრცელდება ხალხში, ხოლო მისი დაფრთიანებული ფრაზები სრულიად ცისფერ ცასაა მოდებული...

 

დღეს თუ ვინმე აკლია საქართველოს და ქალაქს, ერთ-ერთი სწორედ ლეგენდარული კოტე მახარაძეა.

 

ყოველ წელს ვიხსენებ ამ ამბავს და არც წლევანდელ 17 ნოემბერს გამოვტოვებ: 1981 წელს დიუსელდორფში თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებისას კოტე მახარაძემ პირდაპირ ეთერში შესძახა: „Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии, ликует вся наша страна!“

 

იმ დროს ეს სიტყვები საქართველოს გამარჯვებით გამოწვეული სულის ამოძახილი იყო, რომელიც დღესაც კი პირზე აკერია ნებისმიერ ქართველს, რომელიც საქართველოს ზეობით ხარობს...

 

როგორ გვჭირდება და როგორ დაგვამშვენებდა ამგვარი შეძახილები დღევანდელ საქართველოშიც, მაგრამ... გვაცლიან?! საქართველოს გამარჯვებაზე კი არა, საკუთარ გამარჯვებაზე ფიქრობს ყველა...

 

დღეს სიამოვნებით გაგახსენებთ კოტე მახარაძისეულ რამდენიმე „მარგალიტს“:

 

1) ბურთთან არის ალეგ ბლახინი და.... დარტყმა არიიიისსსსსს.... სამწუხაროდ ბურთი ძელს მოხვდა, თამაშგარე იყო.... და საერთოდ... ასისტენტი მკარნახობს, რომ ეს სულაც არ იყო ალეგ ბლახინი...

 

2) ბურთთან არის ტიხონოვი, გარბის... ბურთიც გარბის... უცებ ტიხონოვი მირბის მეკარესთან და ეუფლება მას...

 

3) მატჩის დაწყებამდე რჩება 5 წუთი, ანგარიში კი კვლავ 0:0-ია.

 

ნათელში ყოფილიყოს ამ ნათელი ადამიანის სული.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10221141154938274

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი