logo_geo
თეა ფირცხალავა გრიგოლ ვაშაძეს: გრიშა, ისევ საბალეტო პაჩკისა და პუანტების ნაკერავზე გახევას მიაწექი
- +

17 ნოემბერი. 2019. 14:36

 

გივია თარგამაძემ - სულს ამოგხდითო, მიშამ - ნაწილი უკვე ჩაგრეცხეთ, დანარჩენებს მერე ჩაგრეცხავთ, როცა დავბრუნდები, ოღონდ დახოცილებსო...

 

გრიშა ვაშაძე დაიმუქრა - ნაკერავზე გაგხევთო...

 

(მინდა, დავიჯერო, რომ საბალეტო პაჩკის, ან პუანტების ნაკერების გახევაზე ჰქონდა მინიშნება)...

 

გრიშა, გენცა, გივიას და მიშას არაფერს ვეტყვი, ვის დაკარგვიან, აი, შენ კი პირდაპირ გეუბნები: სულ რომ ნაკერავზე გასკდე, შენ და „ნაციონალები“ (თქვენი სატელიტებითურთ) ვერასოდეს მოხვალთ ხელისუფლებაში...

 

გაიგე გენცა?

 

ჰოდა თუ გაიგე, ისევ საბალეტო პაჩკისა და პუანტების ნაკერავზე გახევას მიაწექი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი