logo_geo
თეა ფირცხალავა: ახლა იმაზე დავიწყე ნერვიულობა, ვაითუ, 23 ნოემბერს, მიშა ვეღარ შემოვიდეს საქართველოში... არადა...
- +

18 ნოემბერი. 2019. 20:01

 

 

ახლა იმაზე დავიწყე ნერვიულობა, ვაითუ, 23 ნოემბერს, მიშა ვეღარ შემოვიდეს საქართველოში... არადა, „ნაციონალებს“ უკვე გადანაწილებული აქვთ როლები:

 

წითელ ხიდთან გაშლილ სეფაში დაიდგმება სკამი, რომელზეც გვერდულად ჩამოჯდება ქართულ კაბაში გამოწყობილი ჩონგურმომარჯვებული სანდრა. მის მარჯვენა მხარზე მოთავსდება ქეთოს კაბაში გამოწყობილი სოფო ნიჟარაძის მარცხენა ხელი, რომელიც, მიშას გამოჩენისთანავე და სანდრას დაკრულზე, უმალ იმღერებს "ჩემი გმირი გიწოდე " ... ამ დროს ხალიჩაზე ცეკვა-ცეკვით შეკუნტრუშდება ჩოხაში გამოწყობილი გოგა ხაჩიძე, შეძახილებით „მიშა მაგარია“... მას ბანს მისცემს სრულიად ნაციონალური ოპოზიციის ერთჯერადი გუნდი. პერფორმანსის კულმინაცია იქნება თბილ ქვეყნებში გადაფრენილი ჩიორას გამოჩენა, რომელიც ნაციონალების ბუდეს გადაუფრენს და გაურკვევლობაში გაუჩინარდება.

 

P.S. უი, ახლა გამახსენდა, სად არის ამ ლეგენდარული „მიშა მაგარიას“ ავტორი? რავა თვითმფრინავიდან გადმოგდებული ქაღალდივით არის გამქრალი?

 

 

big_banner
არქივი