logo_geo
თეა ფირცხალავა: სკეპტიკოსების გასაგონად, რომელთაც ვერაფრით დაუთვლიათ ჩემს ჯიბეში „ჩაპაჩკული“ მილიონები...
- +

21 ნოემბერი. 2019. 13:43

 

სკეპტიკოსების გასაგონად, რომელთაც ვერაფრით დაუთვლიათ ჩემს ჯიბეში „ჩაპაჩკული“ მილიონები:

 

გენცა, 2013 წლის იმ დღიდან, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და მიშა სამუდამოდ გადაშენდა, არც ერთი პოლიტიკური სტატუსი და პოსტი არ დამიწერია, თუ არ ჩავთვლით 2018 წელს, როდესაც სპეციალურად დავბრუნდი ფბ-ში, რომ ერთი-ორი „ტკბილი“ სიტყვა მეთქვა რუს ოფიცერ გრიგორი, იგივე გრიშა, იგივე გოშა და იგივე გია ვაშაძეზე, რათა ამ რუს პოლიტიკოსს არავითარ შემთხვევაში არ გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

2013 წლიდან ვიდრე 2019 წლის 15 ნოემბრამდე ვერ დამისახელებთ ჩემს ვერც ერთ სტატუსს, რომელშიც ვაქებდი „ოცნების“ ხელისუფლებას, ან ერთი სიტყვით მაინც ვიწონებდი „კოაბიტაციას“. 2013 წლიდან ვიდრე 2019 წლის 15 ნოემბრამდე გამოქვეყნებულ ჩემს „პოლიტიკურ“ სტატუსებად შეიძლება ჩაითვალოს 2-3 პოსტი, რომლითაც მადლობას ვუხდიდი ბიძინა ივანიშვილს, რომ საკუთარი რისკის ფასად მოგვაშორა საქართველოს მოსისხლე მტერი - მიშა სააკაშვილი და მისი რეჟიმი, რომელსაც მხოლოდ ხალხი ვერასოდეს მოერეოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შესძლო მიშასგან დაშინებული მოსახლეობის გარეთ გამოყვანა და საარჩევნო ყუთებთან მიყვანა... ეს ფაქტია და ამის არდანახვა მორიგი უმადურობა იქნებოდა!!!

 

ერთი პერიოდი საერთოდ გავედი ფბ-დან და რომ მეკითხებოდნენ, რატომ არ ჩანხარო, „თავს ვიმართლებდი“, ხან რას ვამბობდი და ხან რას. სიმართლე კი ის იყო, რომ არ მინდოდა პოლიტიკური სტატუსების წერა, რადგან მაინცდამაინც კარგი არაფერი მქონდა სათქმელი იმ ხელსუფლებაზე, რომელსაც მხარს ვუჭერდი და მიუხედავად ბევრი ნაკლისა და შეცდომისა, დღესაც მხარს ვუჭერ.

 

სამწუხაროდ, ახლაც დამჭირდა პოლიტიკური სტატუსების განახლება, რადგან ხელისუფლების მრავალი შეცდომისა და სამართლიანობის არასათანადოდ აღდგენის გამო, მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას კვლავ გვიწევს პირისპირ დგომა იმ ხალხთან, რომლებიც 10 წელი იყვნენ ხელისუფლებაში და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ღირსების შელახვისა და მოკვდინების გარდა, ბევრი არც არაფერი გაუკეთებიათ. კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, რადგან დღეს მათ ერთი კოლექტიური სახელი და გვარი აქვთ - მიშა სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთკაციან სათამაშო პარტიებს სხვადასხვა სახელები ეწოდებათ.

 

ვინც თვალს ადევნებდა ჩემს სტატუსებს იცის, რომ 2012-13 წლიდან დღემდე ძირითადად კალენდრით ვიყავი დაკავებული. ახლაც, როგორც კი ეს ხელოვნურად არეული სიტუაცია ჩაწყნარდება, კვლავ მხოლოდ და მხოლოდ კალენდრის ჩიჩქვნას გავაგრძელებ, ხოლო თუ ეს ბოქლომომანია არ ჩაწყნარდება, მაშინ - რამდენჯერაც არ უნდა გამიტეხონ ჩემი ფბ-გვერდი - მაინც გავაგრძელებ პოლიტიკური სტატუსების წერას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ, ანუ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, დამაჯერებლად არ გავიმარჯვებთ 2020 წლის სამკვდრო-სასიცოცხლო ომში (და არა არჩევნებში), ანუ სანამ საბოლოოდ არ დავაქვესკნელებთ მიშას და მის სატელიტებს...

 

მერე კი, ბევრიც რომ მეხვეწოთ, ერთ სიტყვასაც აღარ დავწერ პოლიტიკაზე და მიმდინარე მოვლენებზე, თუნდაც სამოთხეში გავიღვიძო...

 

აი, ეს არის სიმართლე, თუ გაინტერესებთ...

 

ნახვამდის, ჩემო სკეპტიკოსებო... ჩემს „მილიონებს“ თითების ტუჩებზე დასველებით ვერ დაითვლით, ამიტომ, იქნებ ფულის სათვლელი მანქანა გეშოვნათ, გენცა!!!

 

 

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10221185981858919

 

 

 

 

 

big_banner
არქივი