logo_geo
ლაშა გვასალია: გაფრთხილება ნაც-შპანეთს, ანუ „დუმილი რეკავს“!
- +

4 დეკემბერი. 2019. 16:06

 

უმეტესობა, ვინც დღეს ე. წ. ოპოზიციის სახელით მოქმედებს, ყვირის, ქვებს ისვრის, უწმაწურობს და ათას უმსგავსობას სჩადის, თავის დროზე, სახელმწიფო გადატრიალების ან მონაწილეები იყვნენ, ან " "ბრძანდებიან" შვილები და ოჯახისწევრები- იმ დამნაშავე ადამიანებისა, რომლებმაც ლომისა თუ აფთრის წვლილი შეიტანეს კანონიერი ხელისუფლების დამხობასა და ეროვნული დაპირისპირების მოღალატურ საქმეში.

 

სწორედ იმ უბედურების გაგრძელებაა ყოველივე ის, რაც ახლა ხდება და რასაც ამდენი წელია სასოწარკვეთილნი, უიმედობით ფრთებმოკვეცილნი შევყურებთ. ამდენ მოღალატესა და მსტოვარს, ვერაფერი მოუხერხა ამ პატარა და გაჭირვებულმა ქვეყანამ!

 

ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურისა არ იყოს, ვისაც არ ეზარება და საამისო სულიერი თუ ხორციელი სიბინძურეც მოსდევს - ყიდის და ასხვისებს საქართველოს და ამას აკეთებენ: ამერიკის, ევროპისა თუ რუსეთის სახელით. ჩვენი საწყალი იუნკერებივით კვლავაც ზურგში გვესვრიან და უიმედოდ გვასამარებენ!..

 

ეკლესიასა და ღმერთს გვიგინებენ, წმინდანებს გვიბახებენ და ჩვენ თითქოსდა არაფერი, ყოველივე ამას იობის მოთმინებით შევყურებთ და ველოდებით ვიღაც მხსნელს, რომელიც მოვა და ჩვენს მაგივრად იბრძოლებს, თეთრი გიორგივით - გველეშაპს განგმირავს, ან ზვიად გამსახურდიას დარად - ტყვიას იქით შეაკვდება!

 

არა, ბატონებო, დებო და ძმებო, შვილებო და ყველავ... ჩვენს საკეთებელს სხვა არ და ვერც გააკეთებს... უნდა დავასრულოთ ეს ვაქხანალია, უნდა დავუსვათ წერტილი ამ ბოროტებას, რომელმაც ბოლო ათეული წლები ჯოჯოხეთად გვიქცია... ხვალინდელი დღის იმედი და რწმენა ჩაგვიკლა და საცხოვრისის ძებნა ოჯახის გადარჩენის მიზნით- უცხო მიწა - წყალზე დაგვაწყებინა.

 

ჩვენ, კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა, შევთავაზეთ ეროვნული თანხმობა, ანუ პოლიტიკური და სოციალური შურისძიების იდეის დაძლევა- ყველას - განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა (პარტიებს, დამოუკიდებელ პერსონებს), გავუწოდეთ მეგობრობისა და შერიგების ხელი, ქვეყნის ერთად შენების თვალსაზრისით, მაგრამ მათი მიზნები უფრო შორსმიმავალი და ანტისახელმწიფოებრივი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი თვალის შევლებით ჩანდა, მათ, ანუ პუტჩის შემდგომად აღმოცენებულმა ძალებმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს ეროვნულ ძალებს, კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ბიბლიაზეც და კონსტიტუციაზეც ერთნაირად შედგნენ წიხლით!

 

ღმერთიც უარყვეს და სახელმწიფოც!

 

დიახ, ეს ძალები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მებრძოლი არამზადები იყვნენ, არიან დღესაც... პირადად თქვენი მონა- მორჩილი, მთელი მისი შეგნებული ცხოვრება, სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპოზიციის ოპოზიცია იყო და სანამ პირში სული უდგას, ამ იდეის ერთგული დარჩება!..

 

*

ეს ბოლო წლებია გაფაციცებით შევყურებ ყველა მხარეს და ერთში დავრწმუნდი პირწმინდად: ერთი საძირკვლიდან აღმოცენებულები ერთმანეთს ვერაფერს უშვრებიან და ეს ქვეყანა იწილო-ბიწილოს დაამგვანეს... ასე რომ, დროა, მართალმა, სამშობლოს წინაშე პირნათელმა ხალხმა აღიმაღლოს ხმა და მოაშოროს შევარდნაძისეული სნებოვანება ამ გაწამებულ და მერამდენედ ჯვარზე გაკრულ ქვეყანას.

 

არ შეიძლება, ბალტინის ჯარის შემომყვანი თუ მისი შემოსვლის შედეგად გახელისუფლებულ-გაბედნიერებულთა იდეით იაროს საქართველომ!

 

ჩვენ სხვა ქვეყანა გვინდა, მართლაც ილიასა და ნიკო ნიკოლაძის, ზვიადისა და მერაბის, უბრალო, მიწას მიჯაჭვული, ხელებკოჟრიანი გლეხების საქართველო...

 

ვნახეთ „შეიარაღებული“ ინტელიგენტების, არტისტებისა და რეჟისორების მართული ქვეყანა... ვნახეთ და არ გვინდა ამის გამეორება...

 

სწორედ „არტისტულმა გადატრიალებამ“ მოიტანა ის უბედურება და ჭაობი, საიდანაც ვერა და ვერ ამოვედით და ვერც ამოვალთ, თუ არ დავძლიეთ პოლიტიკური და სოციალური შურისძიების იდეა, თუ ვერ გავიგეთ და შევიმეცნეთ სახელმწიფოს რაობა და მნიშვნელობა, თუნდაც ერის ჩამოყალიბებისა და გადარჩენის საფრთხილო საქმეში. თუ სიყვარულს სიძულვილი არ მოვაშორეთ და არ დავინახეთ მასში უფლისმიერი უკვდავება, ჩვენი გადაშენება გარდაუვალ კანონზომიერებად იქცევა!..

 

ქრისტეს აცდენილი ერი ბარაბასკენ მიიკვლევს გზას, აბა, სხვა სავალი და საწიერი, თუ შეგნებულად არ მოვიტყუებთ თავს, არც არასდროს არსებულა და ვერც მომავალში იარსებებს!..

 

*

შევარდნაძისა და „მხედრიონის“ ნაჯირკალზე ამოიყარნენ პატარა ედიკები და ჯაბუკები... პოლიტიკური ვამპირები და სისხლისმსმელები...

 

აკი, ამ „ოპოზიციის“ თავკაცები ამაყობდნენ იმით, რომ პროფესიონალი გადამტრიალებლები ბრძანდებიან და ამ საქმეში ბადალი არ მოეძებნებათ!.. ასეცაა, ამაში არა ტყუიან და თუ ძველებურად სახელმწიფო ინსტიტუტები მოიშალნენ, მიაღწევენ საწადელს და ღმერთმა დაგვიფაროს, საბოლოოდ დაასამარებენ ივერიას!

 

დაუკვირდით ამ მსტოვრებს, ანუ ნაც-ლიდერებს, როგორი ტონითა და რიხით გველაპარაკებიან. გვემუქრებიან, გვაშინებენ, აქაოდა, ყველას გიმახსოვრებთ, ყველას მოგაკითხავთ და ძველებურად გაგისწორდებითო! „ძველებურად“ გასწორება ხომ მოგეხსენებათ, რასაც ითვალისწინებს: წამებას, გაუპატიურებას, ცემას, მოკვდინებას, ქუჩებში დახვრეტებსა და სხვადასხვა სახის ვენდეტების მოწყობას!..

 

აი, ამის დაბრუნება არ გვინდა...

 

შეიძლება მშიოდეს, მციოდეს, ბევრი რამ მაკლდეს, მაგრამ გაუპატიურებასა და პატივის აყრას ყველაფერი მირჩევნია...

 

არ გვინდა კასტილებიანი „კუროების“ დაბრუნება...

 

არ გვინდა ციხეებგაძეძგილი საქართველო...

 

არ გვინდა მუდმივ შიშსა და ქაოსში ცხოვრება...

 

არ გვინდა სააკაშვილების, ბოკერიების, უგულავების, მერაბიშვილების, ადეიშვილების, კოხტა კოდუას, მეგის ქარდავას და ნაც-ბანდიტების საქართველო! არ გვინდა და ძალაა?!

 

მივმართავ ნაც-შპანეთს - გირჩევთ, დაოკდეთ, დაიურვოთ სისხლიანი ნდომები, თორემ ცულს მოვიტანთ ცუნცულასა... ხომ გახსოვთ 2012 წლის „აფეთქებანი“, იმავეს მიიღებთ და ამჟამად მართლაც ყველანაირად დასრულდებით...

 

ნაკერავზე ვინ ვის გახევს - ამას, ამ მუქარის ავტორ ვაშაძეს და მის მომყოლ ყლარტა- ყლურტებს თვალნათლივ დაგანახებთ!

 

გირჩევთ - მოეგოთ გონს!..

 

სხვებისა არ ვიცით, ჩვენ ჩუმად გიცქერით და გაკვირდებით, ჩვენი დუმილი სხვა დუმილია, ამაზე ბრძანა დიდმა მუხრანმა: „დუმილი რეკავს“!..

 

ჰოდა, ფრთხილად, „დუმილი რეკავს“!..

 

ლაშა გვასალია

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი