logo_geo
გელა ზედელაშვილი: გაგებით ვეკიდები გუბაზის მდგომარეობას, მის თავში ქაოსია!
- +

10 დეკემბერი. 2019. 13:29

 

 

უკვე გამოიკვეთა, რა დავალება მიიღო კიევში ჩასულმა გუბაზ სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილისგან - ეს არის შეტევა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რასაც უნდა მოჰყვეს პოლიციის სრული დემორალიზაცია. ამას ადასტურებს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადებები. პრინციპში, ამას განცხადებებს ვერც დავარქმევთ, ეს გახლავთ პირდაპირი მუქარა და დაშინება, რაც ისჯება კანონით. ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ სანიკიძე ისეა სააკაშვილ-ალასანიას მიერ მიცემულ როლში შესული, თავს ვეღარ/აღარ აკონტროლებს:

 

„პოლიცია, ფრთხილად იყავით, თორემ სახელით და გვარებით მოგაკითხავთ სუყველას. ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას. თქვენ ტყავში დაეტიეთ, პოლიციელებო, აღარ გიჩლიქავთ ენას. თუ რამის თავი გაქვთ, ქენით რა, დადექით ხალხის გვერდზე. რაის კაცები ხართ თქვენ, ინგუშეთში სპეცრაზმი და პოლიცია ხალხის მხარეზე გადავიდა, ვერ გაბედა და ხელი ვერ გაანძრია ფედერალურმა ხელისუფლებამ რუსეთში, გადააგდეს ევკუროვი, ინგუშეთის პრეზიდენტი. მთელი სპეცრაზმი და პოლიცია ხალხის მხარეზე გადავიდა. რისი კაცები ხართ თქვენ? ბიძინას მონები ხართ“!

 

მე პირადად გაგებით ვეკიდები უტრაკო გუბაზის მდგომარეობას და ისიც მესმის, რომ ახლა მის გასიებულ (როგორც სააკაშვილი ეძახის) თავში დიდი ქაოსია, მაგრამ მაინც მინდა, ორიოდე სიტყვით მივმართო პატივცემულ საზოგადოებას:

 

ჩემო ძვირფასებო, ეს ის ადამიანია, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ოცნებობდა მილიონ დოლარზე. გაიხსენეთ ფარული ჩანაწერი, სადაც ამტკიცებს, პოლიტიკა და სამშობლო ფეხებზე მკიდია, მილიონი უნდა ვიშოვო, ფული მჭირდებაო. წესით, მისთვის მაშინვე უნდა ამოერტყათ ჭიტლაყი, მაგრამ დაინდეს, აღარ იყო მაშინ საამისო დრო. შევიდა პარლამენტში, დაჯდა და დაიძინა. ოთხი წელიწადი ეძინა, ოთხი წელიწადი ვუხდიდით ხელფასს ხვრინვაში. დადგა 2016 წელი. გაიღვიძა კი არა და... გააღვიძეს, მიიხედ-მოიხედა, ვერც საკუთარი გვარ-სახელი ნახა მომდევნო სიაში და ვერც მილიონი დოლარი - სკივრში. გაბრაზდა კი არა და... გაბოზდა გუბაზი, გაბოზდა და დანარჩენი კი იცით - ხან ბიძინას ემუქრება, ხან ხელისუფლებას, ხან კიდევ „ქართული ოცნების“ მომხრეებს.

 

როგორც უკვე გითხარით, კიევში ჩასულს ახალი, უფრო მძაფრსიუჟეტიანი როლი მოარგეს, ახლა მისი ვალდებულებაა, შეუტიოს პოლიციას, დააჩმოროს პოლიციელები და სისტემაში გამოიწვიოს დემორალიზაცია, რაც, ჩემი აზრით, ძალიან რთული შესასრულებელია - დღეს ქართული პოლიცია დგას მოწოდების სიმაღლეზე. ვფიქრობ, გუბაზ სანიკიძემ კიევში დაუშვა საბედისწერო შეცდომა - როდესაც სააკაშვილმა თემურ ალასანიას მიერ შემუშავებული სცენარი მაგიდაზე დაუდო, ამ როლზე უარი უნდა ეთქვა, მისთვის უპრიანი იქნებოდა ბაყბაყ-დევის პოზიცია, რომელიც გადაგვიკეტავდა წყალს და ასე მოახდენდა რევოლუციას. ხუმრობა იქით იყოს... მოდით, დავსვათ შეკითხვა: რამდენად საშიშია მისი დუპლეტური გამოხდომები? შეიძლება მე და თქვენ სულაც არ მიგვაჩნდეს აქუბარდიას დუქნიდან წამოსული მუქარა საშიშად, მაგრამ თუ ჩვენში კანონი და სამართალი არსებობს, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე!

 

სხვათა შორის, პოლიციის დაშინებისა თუ დემორალიზაციის საკითხზე ასევე მუშაობს ნაპროკურორალი ნიკა გვარამია. მისი თქმით, დროა, საზოგადოებამ მოქმედი ხელისუფლება  დაამხოს. არ დაგავიწყდეთ, მის მოწოდებას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილიც აზიარებს და ელოდება, როდის ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას გუბაზი, ნიკა, კიკა, გიგა და სხვები, რათა საქართველოში შემოიჭრას თეთრი რაშით. კი, ბატონო, ნეტარ რომ არიან მორწმუნენი, ეს ვიცით, მაგრამ რა ვუყოთ გვარამიას, როგორც მოქალაქის განცხადებას?

 

„საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს „ქართული ოცნების“ მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე. ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს, ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან-მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ! სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და - სამშობლოს დავკარგავთ“.

 

ხედავთ? თურმე სამშობლოს კარგავენ ეს ავანტიურისტები და მოსახლეობას მოუწოდებენ, უზურპატორი დავამხოთო. არადა, ბიძინა ივანიშვილი მართლა უზურპატორი, მართლა დიქტატორი რომ იყოს, ეს ნეხვის ჭია ამდენს როგორ გაბედავდა? დიახ, ვერ გაბედავდა, მაგრამ საუბედუროდ, ის ამ ქვეყნის მოქალაქეა და პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

 

ისე, ჩვენში დარჩეს და... ამ ყვერთაოზების მიერ შეშინებული პოლიცია და დამხობილი ხელისუფლება არ გაიშვა ბოდბისხევის ბაზრამდე!

 

 

ავტორი: გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი