logo_geo
მანანა დაბახიშვილის ლექსების კრებულის - „უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან“ წარდგენა გაიმართა
- +

13 იანვარი. 2020. 15:49

 

გუშინ თბილისში, ჩვენი დედაუნივერსიტეტის მიდამოებში, ფალიაშვილზე, კაფე-რესტორან „სენვიში“ შევიკრიბეთ, მიზეზი ჩვენი ჯგუფელის, მანანა დაბახიშვილის ლექსების კრებულის - „უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან“ წარდგინება იყო. გავიხარეთ ძალიან ერთად ყოფნით და მანანას კარგი ლექსებით. „სენვი“ იყო სასწაული თავისი ფერადი, ულამაზესი, უგემრიელესი და ჯანსაღი ნამუ-ნამუებით, დესერტებით, შოკმანჟეებით, ბლომანჟეებით და სხვადასხვა მანჟეებით (მე უკვე იმისი სახელების დამმამხსოვრებელი ვეღარ ვარ, მაგრამ ვნახე ამ გემრიელობების შემქმნელი გოგო-ბიჭები და მომეწონა იქაურობა, მყუდრო და საიმედო!).

 

მადლობა ჩვენი შეკრებების ლოკომოტივს და ამჯერად წიგნის გამოცემისასაც - ლელა ამისულაშვილს!

 

უფლის ჩიტები ამჯერად - „სენვიდან“

 

მადლობა მუსიკისთვის - მაგდას, ნიკოლეიშვილს და შემფასებელ-წარმდგენ ლექსების-მუსიკათმცოდნე ნინია სადღობელაშვილსდა ყველაზე, ყველაზე დიდი მადლობა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1983-88 წლებისთვის!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი