logo_geo
1938 წლის 25 იანვარს ვლადიმერ ვისოცკი დაიბადა
- +

25 იანვარი. 2020. 01:42

 

 

ძალიან საღამო მშვიდობის!

სწორედ ამ დღეს, 1938 წლის 25 იანვარს დაიბადა ვლადიმერ ვისოცკი...

დღეს, ვინც მისი დისიდენტობის, უკომპრომისობის და კაცობის ამბავი იცის, გაგეცინებათ, მაგრამ, თურმე, ვალოდიამ თავისი პირველი ლექსი დაწერა მე-8 კლასში და მიუძღვნა - სტალინს.

 

ბავშვობაში ის ძალიან სპორტული იყო... დადიოდა სპორტულ აკრობატიკასა და კრივზე...

 

იზრდებოდა მოსკოვის კომუნალურ ბინაში და ერთხელაც, მეგობრებთან ომისშემდგომ პერიოდში, მაინც „ომობანას“ თამაშის დროს, მათ აღმოაჩინეს ტყვია-წამალი... ჩააგდეს ცეცხლში და აუფეთქდათ... ყველა მისმა მეგობარმა, მის გარდა, მხედველობა დაკარგა...

 

საერთოდ, ვისოცკის ცხოვრებაში ბევრი რამ ხდებოდა მისტიკური...

 

მაგალითად, მექსიკაში მოგზაურობის დროს. გიდმა აჩვენა მაიას ინდიელების ბარიელიეფი და ექსკურსიის წევრები ადგილზე გაშეშდნენ - ერთერთზე მეორდებოდა მამაკაცის სახე, რომელიც ფოტოსავით გავდა ვისოცკის... როდესაც ვალოდია გიდს შეეკითხა - „ეს ვინ არისო““, იმან წყნარად უპასუხა - „ეს სულიერად ავადმყოფი ლამაზი ხალხიაო“...

 

ერთხელ ვალოდიას ცნობილმა ბოშამ უმკითხავა და ამოუვიდა 2 კარტი - გულის ტუზი და ყვავის 9-იანი...

რაც ნიშნავდა - დიდ სიყვარულს და გარდაცვალებას...

 

როდესაც ვისოცკი მივიდა თავის პირველ სინჯებზე და იმღერა სიმღერა, გააგდეს და ასე უთხრეს - რომ ასეთი ჩახლეჩილი ხმით, ვერასდროს ვერ გახდებოდა მომღერალი...

მომღერალიც გახდა, მსახიობიც, ჩვენი თაობის კუმირიც... თუმცა, მის ცხოვრებაში, მის საკუთარ სამშობლოში ვერ მოესწრო ვერცერთ ინტერვიუს და კონცერტს ტელევიზიით...

 

უფრო მეტოც, ხელისუფლებასთან იმდენად დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, რომ მულტფილმ „Ну, погоди!»-შიც კი, მგლის გახმიანების უფლება არ მისცეს და ის პაპანოვმა შეცვალა...

 

მაგრამ ვისოცკი, თავისი საკმაოდ რთული ხასიათით, თავისი კაპრიზებით და არაადეკვატურობით, უყვარდა ყველას... ის იყო საოცრად ნიჭიერი და რაც მთავარია, ბოლომდე გულწრფელი...

 

ყვებიან, ერთხელ სოჭში მისი სასტუმროს ნომერი გაქურდეს და წაიღეს ყველაფერო... ძალიან წუხდა, მილიციაშიც კი განაცხადა, მაგრამ საღამოს, ნომერში რომ დაბრუნდა, დახვდა მოპარული ნივთები და წერილი - „ გვაპატიე, ვლადიმერ სემიონოვიჩ, არ ვიცოდით, ვისი ნივთებია. ჯინსები, სამწუხაროდ, უკვე გავყიდეთ და ვიქეიფეთ... დანარჩენს გიბრუნებთ“...

 

არა და, სწორედ ის ჯინსები ენანებოდა ყველაზე ძალიან. სულ ერთი წყვილი ჰქონდა.

 

ჩემზე უფროს და ჩემს თაობას ახსოვს, არ გადავაჭარბებ, რომ ვთქვა, - მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონი, „ჯადოქარი“, მარინა ვლადი...

 

სავარაუდოდ, მხოლოდ ვალოდიას შეეძლო ისე შეყვარებოდა ეს შესანიშნავი ქალბატონი და ასე შეეყვარებინა მისთვის თავი...

 

მათი სიყვარული გრძელდებოდა 12 წელი და მარინა მთელი ამ დროის განმავლობაში ითმენდა ვალოდიას ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, მის დეპრესიებს და უხასიათობებს...

 

ღამეებით მირბოდა ტელეფონთან, რომ მისი ახალი სიმღერები მოესმინა...

 

თავისი ბოლო ლექსი ვალოდიამ მარინას ასევე ტელეფონით წაუკითხა... მაგრამ მარინას დაეკარგა და მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იპოვა შემთხვევით...

ვისოცკის ის ერთერთ რეცეპტზე ჩაუწერია...

 

Мне меньше полувека — сорок с лишним.

Я жив, двенадцать лет тобой храним.

Мне есть, что спеть, представ перед Всевышним.

Мне есть, чем оправдаться перед Ним…

 

წარმოიდგინეთ, სულ არასრული 42 წლის იყო, როდესაც წავიდა და რამდენი რამე დატოვა...

 

თუ დღეს მიყვარს რუსეთი, მიყვარს ის რუსეთი, სადაც ცხოვრობდა საოცარი კაცი, ბავშვივით მომღიმარე იური გაგარინი, ნამდვილი „მუჟიკი“, ყველა გაგებით - ვასილ მაკარიჩ შუკშინი და სტიქიასავით ნიჭიერი და მართალი ვალოდია ვისოცკი...

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი