logo_geo
შორენა პაპაშვილი: წავიდა უდაოდ ნიჭიერი რეჟისორი, შესანიშნავი მსახიობი და ცოტათი პოლიტიკოსიც
- +

21 თებერვალი. 2020. 20:13

 

 

ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„წავიდა უდაოდ ნიჭიერი რეჟისორი, შესანიშნავი მსახიობი და ცოტათი პოლიტიკოსიც.

 

82 წლის გიორგი შენგელაია დღეს, თბილისმა უკანასკნელ გზაზე გააცილა.

 

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, გიორგი შენგელაიას პირველ ინტერვიუზე რომ ვესტუმრე. საზოგადო თემებზე ვისაუბრეთ. მერე კი ჩემს ტრადიციულ რესპოდენტად იქცა. "მედიანიუსისთ ვის" ხშირად ვწერდი პოლიტიკურ თემებზე. რაღაც განსაკუთრებული პატივისცემით ვიმსჭვალებოდი მის მიმართ. მეამიტურად მეჩვენებოდა მისი პოლიტიკური წიაღსვლები. ჩემთვის ის იყო ძალიან კარგი რეჟისორი, უკვდავი ფილმების ავტორი, დაუვიწყარი სახეების შემქნელი მსახიობი და საოცრად კომუნიკაბელური ადამიანი.

 

ჰო, მართლა, "ხარება და გოგიას" რამდენიმე ეპიზოდი ჩემს სოფელ ახალსოფელშია (ყვარლის მუნიციპალიტეტი) გადაღებული. ბებია ხშირად იხსენებდა, როგორ გაიცნო გიორგი შენგელაია პირადად, იმანაც როგორ მიმართა, - დედიო. გულში იხუტებდა ყველა მოხუცებულსო, - ამბობდა ბებია. ძალიან უყვარდა გიორგი შენგელაიას მიერ განსახიერებული პერსონაჟი - გოგია, ფილმიდან "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ". "ოთარაანთ ქვრივს" არ უყურებდა, არ მოსწონდა გიორგის ტრაგიკული დასასრული,“ - წერს შორენა პაპაშვილი.

 

 

big_banner
არქივი