logo_geo
ზურიკელა და მერი - სიყვარული, რომელიც ფილმის მიღმაც გაგრძელდა
- +

25 თებერვალი. 2020. 23:00

 

 

 როგორც ამბობდნენ, ზურიკელას და მერის რომ დაინახავდა, თურმე, ნოდარ დუმბაძე ამბობდა - ჩემი შექმნილი ოჯახი მოდისო. ამ ოჯახის შექმნას ხელი ფილმის რეჟისორმაც - თენგიზ აბულაძემაც შეუწყო. ყველაფერი კი ფილმის - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” გადაღებების დასრულების შემდეგ დაწყებულა.

 

 

 

 

აი, რას ვკითხულობთ ფეისბუქ გვერდზე - „ხელოვნება თვით უკვდავება“.

 

თენგიზ აბულაძე ფილმისთვის მთავარი როლის შემსრულებლებს ეძებდა. პირველად ზურიკელას როლის შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე იპოვა. როგორც ამბობენ, რეჟისორის ასისტენტმა ის უნივერსიტეტის „ბირჟაზე“ ნახა პირველად და 14 წლის, თუმცა თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ ტანაშოლტილი ბიჭი, სასინჯ გადაღებებზე დაიბარა. მოგვიანებით კი „მერიც“ აღმოაჩინა.

 

 

 

“თავიდან სიყვარულის სცენა არ გამოგვდიოდა. ამაზე თენგიზი გადაირია... თავის ოთახში ჩაგვკეტა, თვითონ შეხვედრაზე წავიდა და დაგვიბარა, რომ 11 საათზე დაბრუნდებოდა და მის მოსვლამდე რეპეტიციები გაგვევლო. გადაღებისთვის ერთი დღეღა გვქონდა დარჩენილი. თანაც ისიც გვითხრა, ერთი სცენა კოცნით უნდა დამთავრდეს, მეორე - კოცნის გარეშე და მერე მე გადავწყვეტ, რომელი აჯობებსო”, - იხსენებს სერგო ორჯონიკიძე.

 

 

 

დიდად არ მოგვწონდა ერთმანეთი და ფილმის გადაღებები რომ დამთავრდა, პირველ ჩვენებაზე ბატონმა თენგიზმა ოჯახებით დაგვპატიჟა. ეკრანზე რომ შევხედე, გავიფიქრე, ვაიმე, რა კარგი ბიჭი ყოფილა-მეთქი, იმდენად დადებითი გმირი ითამაშა, მივხვდი, რომ თავის თავს თამაშობდა, იმიტომ რომ ასეთია ბუნებით... იმანაც რაღაც სასწაულად დამინახა. ბატონი თენგიზიც ძალიან გვიწყობდა ხელს, სულ ერთად გვატარებდა, კინოფესტივალზე ერთად დაგვპატიჟა. ხელიხელჩაკიდებულები დავყავდით, სულ გვეუბნებოდა, ისე უხდებით ერთმანეთს, სულ ერთად უნდა იყოთო. ხომ იცით, სიტყვასაც დიდი ძალა აქვს, მაგრამ მარტოს სიტყვა არ ყოფილა”, - ამბობს მანანა აბაზაძე.

 

 

 

ამბობენ, რომ ბატონ თენგიზს ძალიან უნდოდა სერგოს კინორეჟისორობაზე ჩაებარებინა, თუმცა ბიჭმა ოლღა ბებიას აუსრულა სურვილი - დოხტური გამოვიდა.... დღეს ის ცნობილი კარდეოლოგია. მანანამ კი მოცეკვავის კარიერა აირჩია...

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი