logo_geo
თეა ფირცხალავა: ქართველ ალპინისტ ალიოშა ჯაფარიძეს 121 წელი შეუსრულდებოდა
- +

26 თებერვალი. 2020. 02:05

 

 

დღეს 121 წელი შეუსრულდებოდა სახელოვან ქართველ ალპინისტს ალიოშა ჯაფარიძეს, რომელიც იყო ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი კაცი და სვანეთის სინდისი, ვინც არაერთხელ „მოერია“ იმ კუთხეში გაბატონებულ ორთავიან „გველეშაპს“ უშბას და ბოლოს მაინც მის „ყბაში“ ჩავარდნილ სვანურ ლეგენდად იქცა.

ალიოშა ჯაფარიძეზე მრავალი მითია შეთხზული, არადა თავად გაგვიხსნა ქართული მითოლოგიური სამყაროს კარები და არაერთი საიდუმლო გაგვანდო, მათ შორის მისტიური ხვამლის, იგივე ხომლის მთის შესახებ, რომელზეც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე. ალიოშა ჯაფარიძემ გაგვიმხილა კაცხის სვეტის საიდუმლოება და მთამსვლელთა ჯგუფთან ერთად პირველმა გამოიკვლია ტვიშის, შიომღვიმის, უფლისციხის და მრავალი სხვა მღვიმეები.

ვინაიდან ალიოშა ჯაფარიძეზე არაერთი სტატუსი მაქვს დაწერილი, დღეს შემოგთავაზებთ ვ. მიტროფანოვის მიერ გადაღებულ ძალზე საინტერესო და ბევრისთვის უცნობ ფოტოსურათს, რომელზეც აღბეჭდილია ალიოშა ჯაფარიძის "ასვლა" შეუწვდომელ ხომლის მთაზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი