logo_geo
„სამართლიანობა ხოჯალისთვის“ – ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
- +

26 თებერვალი. 2020. 21:24

 

 

დღეს, აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. სწორედ 28 წლის წინ, 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, მსხვერპლი დიდი იყო, გარდაცვლილებს აზერბაიჯანში დღემდე დიდი პატივით იხსენებენ.

ყველაზე სისხლიანი ტრაგედია – ასე იხსენენებ „ხოჯალის ტრაგედიას“. გენოციდის მემორიალი,  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს სისხლიანი წარსული.

ლოზუნგით „სამართლიანობა ხოჯალისთვის“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აქციებიც კი გაიმართა.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით,  სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე უცნობია. 475-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა. 25 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, 130 ბავშვმა კი ერთ-ერთი მშობელი.

1994 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გამოქვეყნდა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 26 თებერვალი „ხოჯალის გენოციდის“ და ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი