logo_geo
„სოფიკო წარსულში დავტოვე“ - ცოლსგაყრილი გიორგი შენგელაია შვილმა სახლში „დააბრუნა“
- +

27 თებერვალი. 2020. 00:10

 

 

გიორგი შენგელაია 20 თებერვალს დედ-მამის საფლავებთან ახლოს დაიკრძალა. მისი გასვენება, შვილის გადაწყვეტილებით იმ სახლიდან მოხდა, სადაც სოფიკოსთან ერთად ცხოვრობდა და საიდანაც 1980 წელს წამოვიდა, როცა გაიყარნენ. მას შემდეგ რეჟისორი მიხეილ ჭიაურელის სახლში ცხოვრობდა, დიდ დიღომში. კედლებზე გაკრულ უამრავ ფოტოს შორის ვერ ნახავდით სოფიკო ჭიაურელის ფოტოსურათს. „სოფიკო წარსულში დავტოვე, ჩემს სახლში მის ერთ სურათსაც ვერ ნახავთ, თუმცა აქ არისო“, ამბობდა და ხელს გულზე იდებდა, - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“.

 

 

 

სოფიკოს საფლავზე არასდროს მისულა. სიცოცხლეში კი „ვერის უბნის მელოდიები“ მას მიუძღვნა. მერე იყო განაწყენების პერიოდი. ცოლი აღარ შეურთავს. და 82 წლის გარდაცვლილი მამა ნიკუშა შენგელაიამ სახლში დააბრუნა, 40 წლის შემდეგ და დიდი მაესტრო იქიდან გამოასვენეს.

 

 

 

 

„უნიჭიერესი და ულამაზესი კაცი იყო. რასაც აკეთებდა, უხდებოდა თავის შემოქმედებას თავისი გარეგნობითა და შთამომავლობით - კოლიას და ნატას შვილი. გინდა, რომ სულ იყვნენ ასეთი ადამიანები და არ კვდებოდნენ“ - ლაშა თაბუკაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი