logo_geo
ვინ არის აღბეჭდილი სინას მთაზე გადაღებულ უნიკალურ ფოტოსურათზე
- +

16 მარტი. 2020. 19:31

 

 

 

ეს ფოტო გადაიღო მომლოცველმა  მართლმადიდებელმა ქალბატონმა ელპიდამ (ბერძ. იმედი) , რომელიც წმიდა მიწაზე ჯგუფთნ ერთად ავტობუსით მოგზაურობდა 1998 წ. სინას მთასთან ქალბატონმა ელპიდამ უეცრად გადაწყვიტა ავტობუსის ფანჯრიდანვე გადაეღო სურათი უდაბნოს ერთი ლამაზი ადგილისთვის.

 

 

როდესაც ის ათენში დაბრუნდა  და ფირი გაამჟღავნა, აღმოჩნდა, რომ 35 კადრი იყო ფერადი, ხოლო ერთი კი შავ-თეთრი. ელპიდემ გაიხსენა, რომ ეს ზუტად ის სურათი იყო, რომელიც უდაბნოში გადაიღო. ყველამ, ვინც კი ნახა ეს ფოტო, აღნიშნა, რომ ცენტრში გამოსახული ადამიანი ჰგავს იესო ქრისტეს, ხოლო დანარჩენთა ვინაობა მათთვის გაურკვეველი დარჩა.

 

 

2000 წელს იოანე კვიპროსელი რამოდენიმე დღით იმყოფებოდა ათენში. ერთმა ექიმმა, რომელიც იცნობდა ქალს, სთხოვა იოანეს ენახა ეს ფოტო, რადგან მას შესაძლოა ამოეცნო გამოსახული პიროვნებები. იმავე კვირას ქალბატონი ელპიდა ეკლესიაში შეხვდა იოანეს, გადასცა ფოტო და თან მოუყვა.

 

 

იოანემ უპასუხა: ”ცენტრში გამოსახული ადამიანი მართლაც ქრისტეს ჰგავს, ხოლო დანარჩენთა ვინაობას ვერ ვარჩევ, დამიტოვეთ ფოტო და თუ წმ. გიორგი გამიმხელს მათ ვინაობას – აუცილებლად შეგატყობინებთ.”

 

 

11 დღის შემდეგ იოანე დაბრუნდა კვიპროსზე, სადაც მას წმ. გიორგი ხოზევიტი გამოეცხადა და გაუმხილა:

 

 

“იოანე! სურათი, რომელიც ქალმა გადმოგცა, ჭეშმარიტია. შუაში მართლაც უფალი იესო ქრისტეა, მარცხნივ გამოსახული მოხუცი, რომელიც მას ესაუბრება – წმ. ელია წინასწარმეტყველია,  მარჯვნივ ახალგაზრდა მამაკაცი – მთავარანგელოზი  მიქაელია, რომელსაც მარჯვენა ხელში მრისხანების ორი ფიალა უჭერია, რომელთაც მალე გადმოღვრის. ნაპირას გამოსახული მამაკაცი, მაღალი შუბლით და წვერით – პავლე მოციქულია და მას სკიპტრა უკავია.”

 

 

ეს ხატი უფლის სახელით მოგვიწოდებს გულისხმიერება გამოვიჩინოთ წმ. წინასწარმეტყველ ელიას და მართალ ენოქის მიმართ, რომლებმაც უნდა ამხილონ ანტიქრისტე და განდგომილნი!

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი