logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: რამდენიც პატრულს დავინახავ ქუჩაზე ციმციმათი ჩავლილებს, გულში იმედი მიჩნდება, რომ ყველანი ადგილებზე არიან, ყველა მუშაობს...
- +

16 მარტი. 2020. 23:10

 

 

მადლობა პოლიციასაც, რომლებიც ვერც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავა, ვერც თვითიზოლაციაში, ვერც რისკებს შეიმცირებს, ახლა ეს დავალება აქვთ და ასრულებენ. მადლობა ბიჭებს.

 

 

ჯერ ადრეა ტაშ-ფანდური და არა მგონია ეს ადეკვატური იყოს, ეს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების უკურეაქცია მგონია მე, მოკრძალებით, თორემ სიმღერას და გარმონს ვინ დამასწრებდა, მეც ვიყვირებ, თავი არ მეზოგება - მადლობა ექიმებს, ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რომ იბრძვიან, მაგრამ მადლობა პოლიციასაც, რომლებიც ვერც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავა, ვერც თვითიზოლაციაში, ვერც რისკებს შეიმცირებს, ახლა ეს დავალება აქვთ და ასრულებენ. მადლობა ბიჭებს. ახლა რამდენიც დავინახავ ქუჩაზე ციმციმათი ჩავლილებს, გულში იმედი მიჩნდება, რომ ყველანი ადგილებზე არიან, ყველა მუშაობს - მთელი სახელმწიფო მანქანა, ყველა ერთად ვართ და ყველაფერი კარგად იქნება!!! ღმერთმა ტაშ-ფანდურის დრო დაგვიყენოს და მაგაში ბადალი არა გვყავს, კორპუსებიდან კი არა, მთის მწვერვალებიდან შემოვძახებთ!

 

 

 

 

big_banner
არქივი