logo_geo
შორენა პაპაშვილი: გათითოკაცებულნიც კი, მაინც ერთნი ვართ და ერთად ვარ
- +

26 მარტი. 2020. 01:21

 

 

რწმენა მთაზეც აგიყვანს.
უკანა პლანზე შეხედეთ, დაკეტილია სახინკლეც, მაღაზიებიც, მაგრამ ეკლესია ისეთივე საზრდოა, როგორც საკვები. მისი კარის დაკეტვა დასასრულის დასაწყისს ნიშნავს მორწმუნეთათვის.

გულის კანკალით ველოდებოდი სინოდის გადაწყვეტილებას, დაკეტავდნენ თუ არა ეკლესიებს. არ დაკეტეს და შვებით ამოვისუნთქე, ე.ი გადავრჩებით ამ ყოვლად სასტიკ ვითარებაშიც კი, გადავრჩებით.
დღეს, არავინ მიაწყდება ეკლესიებს, არავინ გაიგიჟებს იქ სირბილით თავს, ყველას და მით უმეტეს, მორწმუნეებს ესმით თვითიზოლაციის მნიშვნელობა, თუ არ გჯერათ, ამ ფოტოებს შეხედეთ, მდუმარედ დგანან ეს ადამიანები, ლოცულობენ მხოლოდ, ერთმანეთთან არ მუსაიფობენ.

ჰოდა, იმას ვამბობდი, არავინ მიაწყდება დღეს ეკლესიას, აღარ იქნება ისეთი ჭყლეტა წირვებზე, მე რომ მახსოვს, ერთმანეთს რომ ვეხუტებოდით, ერთდროულად რომ ვეცემოდით მუხლებზე და ერთდროულად ვდგებოდით ფეხზე წირვაზე მისულები, ზოგჯერ სუნთქვაც რომ გვიჭირდა, მაგრამ ბოლო ძალებს ვიკრებდით და ლოცვას არ ვწყვეტდით.

დღეს, აღარ იქნება ასე, ფოტოზეც ხედავთ გათითოკაცებულებს. ეს ფოტო ასახავს დღევანდელ მსოფლიოს - გავთითოკაცდით. მაგრამ ეკლესიის კარი იყოს ღია, ის უბრალოდ კარი არ არის და უბრალოდ ეკლესია არ არის, ის იმედია ჩვენთვის, იმედი სინათლის, იმედი მომავლის, ღმერთის და უბრალოდ ერთმანეთის იმედი, რომ გათითოკაცებულნიც კი, მაინც ერთნი ვართ და ერთად ვარ.

 

არც 22 მარტს მივიდოდა იმდენი ხალხი ეკლესიებში, საზოგადოების ნაწილს აჟიოტაჟი რომ არ აეტეხა და ეკლესია ირიბი თუ პირდაპირი თავდასხმის ობიექტი არ გამხდარიყო. შავი პიარის, სამართლიანი თუ უსამართლო ბრალდებების მიუხედავად ქართველი ხალხი მაინც იქ დგება, სადაც უნდათ, ხომ ხედავთ, ძალადობას აქ ყოველთვის უკუშედეგი აქვს. მე იმაზე არ ვსაუბრობ, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, არც იმას ვქადაგებ კანონი უნდა დავარღვიოთ და არ დავემორჩილოთ. არა, უბრალოდ, დასკვნა უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამაც, პოლიტიკოსებმაც და მთელმა რიგმა უცხოურმა ორგანიზაციებმაც - რა ფენომენია ქართველი? 9 აპრილს, იცოდნენ სიკვდილი რომ ელოდათ, მაგრმ ფეხს არ იცვლიდნენ რუსთაველის გამზირიდან. შესაძლოა არ მოგეწონოთ ეს შედარება, მაგრამ მაშინ, იმავე ილია მეორეს მოწოდება არ შეისმინეს ქართველებმა. ამაშია საქმე.

 

 

big_banner
არქივი