logo_geo
ჯავახიშვილს „ჯაყოს ხიზნების” გამო კრიტიკოსები წყევლიდნენ
- +

26 აპრილი. 2020. 20:05

 

მიხეილ ჯავახიშვილს, „ჯაყოს ხიზნების” დაწერის გამო ბევრი პრობლემა შეექმნა. ზოგიერთები წყევლიდნენ, ზოგიერთები კი ეუბნებოდნენ, თუ გინდა ძველებურად მიგიღოთ, შენი შემოქმედებიდან „ჯაყოს ხიზნები” ამოშალეო, რაც მწერალმა, რასაკვირველია არ გააკეთა.

 

 

ამ არაჩვეულებრივი ნაწარმოების შექმნის ისტორია კი ასეთია:

 

 

„რუსეთიდან დაბრუნებულ მიხეილ ჯავახიშვილს დედა ენა დავიწყებული ჰქონდა. მწერალს ქართულის კარგად აღსადგენად ცხოვრება თამარაშენსა და ქურთაში ურჩიეს. სწორედ იქ გადაწყვიტა დაეწერა ცნობილი რომანი ,,ჯაყოს ხიზნები.

 

 

1928 წელს მწერალი დავით კასრაძესთან საუბარში აღნიშნავდა:

 

 

„კვაჭი კვაჭანტირაძეს” მივაყოლე „ჯაყოს ხიზნები”, ეს ქურთა-თამარაშენში ყოფნის სახსოვარია. მართალია, რომანმა აუარებელი მკითხველი გამიჩინა, მაგრამ აუარება დამაწყევარიც! კრიტიკაში ბევრი მაქებდა გულახდილობისათვის, ბევრი მაძაგებდა.

 

 

ზოგიერთებმა ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, რომ ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყრათ, შენი შემოქმედებიდან ჯაყო ამოშალეო.

 

 

ჯერ ერთი, რუსების თქმისა არ იყოს: კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ ამოშლი, და მეორეც, საკითხი მართლაც ასე რომ იყოს დაყენებული, მაშინ მე ყველაფერს დავთმობ, მაგრამ „ჯაყოს” და „თეთრ საყელოს“ ვერავინ გამამეტებინებს.“

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი