logo_geo
რატომ ეზიზღებოდა სოკრატეს დემოკრატია
- +

26 აპრილი. 2020. 21:10

 

 

ჩვენს ცნობიერებაში, დემოკრატია დაილექა როგორც ანტიკურ საბერძნეთში შექმნილი ყველაზე მაღლა მდგომი სახელმწიფო წყობილება. სწორედ პართენონს უკავშირდება ამ იდეის განვითარება. ამიტომ ძალიან უცნაურია იმის აღმოჩენა, რომ ანტიკური საბერძნეთის ერთი ყველაზე დიდი მიღწევა - ფილოსოფია, ეჭვის თვალით უყურებდა მეორე დიდ მიღწევას - დემოკრატიას. ფილოსოფიის ერთ-ერთი "დამფუძნებელი მამა" - სოკრატე პლატონთან დიალოგში (რომელიც აღწერილია "სახელმწიფოს" მეექვსე წიგნში) პესიმისტურადაა განწყობილი დემოკრატიული იდეებისადმი.

 

 

პლატონი აღწერს სოკრატეს დიალოგს ადიმანტუსთან და ცდილობს, სადაც ეს უკანასკნელი ცდილობს აჩვენოს დემოკრატიის ხარვეზები და ამისათვის საზოგადოებას ადარებს გემს.

 

 

თუ შორეულ ნაოსნობაში ვართ ადამიანების ჯგუფი თანაცხოვრობს ერთ გემზე, ერთად მუშაობენ და იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ მათ სჭირდებათ ლიდერი, რომელს აირჩევდნენ, უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს, თუ იმას ვინც იცის ნაოსნობის კანონები და წესები, აქამდეც ყოფილა შორეულ ნაოსნობაში და შესაბამისად, აქვს გამოცდილება. რა თქმა უნდა, არჩევანი განათლებულ ადამიანზე შეჩერდება. მაშინ, სოკრატე კითხულობს, რატომ უნდა აირჩიონ ბერიკაცებმა, საიდან აქვთ მათ შესაბამისი განსჯის უნარი, რათა შეარჩიონ სწორი მმართველი.

 

 

სოკრატეს აზრით ხმის მიცემა არის უნარი და არა შემთხვევითი ინტუიცია.

 

 

ამიტომ, როგორც ნებისმიერი სახის უნარი, ის საჭიროებს გამომუშავებას, სწავლებას და ბევრ მუშაობას. ერთი სიტყვით, საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. თუ შენ გაუნათლებელ ხალხს მისცემ ხმის მიცემის უფლებას, ეს უპასუხისმგებლო საქციელია.

 

 

გაუნათლებელთა სულელურ გადაწყვეტილებას ცუდი შედეგები მოუტანია სოკრატესთვის, რომელიც ძვ.წ 399 წელს, დააკავეს და ბრალდებულადაც ცნეს. რა თქმა უნდა, სოკრატე არ თვლიდა, რომ სიტყვის და არჩევანის თავისუფლება მხოლოდ მცირე ნაწილის უფლება უნდა იყოს, ან ეს უფლება უნდა განისაზღვრებოდეს კონკრეტული პროფილის განათლებით. მისი მოსაზრებით, სწორი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია იმას, ვინც ღრმად განსჯის უნარს ფლობს.

 

 

ჩვენ დავივიწყეთ განსხვავება ინტელექტუალურ დემოკრატიასა და თავდაპირველ დემოკრატიას შორის. ჩვენ მივეცით ხმები იმათ ვინც ამას არ იმსახურებდა, ჩვენი გადაწყვეტილება იშვიათადაა დამყარებული სიბრძნესა და საღ აზრზე. სოკრატემ ზუსტად იცოდა საბოლოო ჯამში ამის შედეგი რა იქნებოდა: სისტემა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ ბერძნებს, დემაგოგია.

 

 

ბერძნებს მტკივნეული გამოცდილება აკავშირებდათ დემაგოგიის შედეგებთან, მაგალითად ალკიბიადე - მდიდარი, ქარიზმატული, ამოდ მოუბარი, გავლენიანი ყმაწვილი, რომელმაც დემაგოგიის საშუალებით ბერძნები ჩაითრია დამღუპველ სამხედრო კამპანიაში სიცილიის ტერიტორიაზე. სოკრატე იაზრებთა, რაოდენ მარტივია ადამიანის ხმის მოზიდვა, თუ მას სწორ და მარტივ დაპირებებს მისცემ, ეტყვი იმას რაც უნდა და არა იმას რაც სჭირდება.

 

 

წარმოიდგინეთ ორი კანდიდატი, პირველი ყიდის ტკბილეულს, მეორე კი ექიმია. ტკბილეულის გამყიდველს ექიმის წინააღმდეგ შეუძლია თქვას: "შეხედეთ, ეს ადამიანი ტკივილს გაყენებთ, გაძლევთ მწარე წამალს და გეუბნებათ რომ არ უნდა ჭამოთ და დალიოთ ის რაც თქვენ გინდათ. ის არასდროს გაგიმრავალფეროვნებთ წვეულების სუფრებს ისე, როგორც მე." როგორ ფიქრობთ, ექიმმა რა პასუხი უნდა გასცეს ამ კაცს, რათა მასების სიყვარული მოიპოვოს. მისი სწორი პასუხი იქნებოდა: "მე თქვენი სურვილების წინააღმდეგ ვმოქმედებ იმისათვის, რათა თქვენ დაგეხმაროთ." კანდიდატი, რომელიც ამ ექიმის მსგავსია - დამარცხდებოდა.

 

 

ჩვენ დაგვავიწყდა პლატონის გაფრთხილებები დემოკრატიის საფრთხეების შესახებ. შევეგუეთ და აღვიქვით მხოლოდ დემოკრატიის თავდაპირველი, იდეალური მოდელი. დავივიწყეთ რომ დემოკრატიის განვითარების მთავარი საწყისი განათლებაა და შედეგად ავირჩიეთ ძალიან ბევრი "ტკბილეულის მაღაზიის გამყიდველი" და ძალიან ცოტა "ექიმი".

 

 

მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ სახელმწიფო შედგება უმცირესი ელემენტებისგან, ყველას თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს. ეს უმცირესი ელემენტი ხარ შენ - მოქალაქე. განათლებული, ღრმად მოაზროვნე და მშრომელი. რომელიც მხოლოდ თავისი გონების საშუალებით შეძლებს თავისი წილი სახელმწიფოს აშენებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი