logo_geo
თეა ფირცხალავა: ერთმანეთს ვჭამთ, არავის ვინდობთ...
- +

28 აპრილი. 2020. 14:15

 

 

მე და ჩემი თაობა საბჭოთა საქართველოს პირმშოები ვართ. დაახლოებით მე–4 კლასამდე სკოლებში „პეროები“ გამოიყენებოდა, მაგრამ არა იმ მიზნით, როგორც დღეს "მოიხსენიებენ", არამედ საბჭოთა კალმისტარზე წამოსაცმელად.

 

 

პირადად მე ულამაზესი სამელნე მქონდა, ბებიას მიერ სპეციალურად მისთვის მოქსოვილი ჩასადებით, რომელიც ჩანთაზე მქონდა ჩამოკონწიალებული. კალმისტრისა და პეროებისთვის ულამაზესი პენალი მქონდა, რომელიც მამამ ლენინგრადიდან ჩამომიტანა.  ხელები, პენალი და ჩანთაც კი მუდამჟამს მელნით  მქონდა დათხვრილი, რადგან სამელნე ამომიბრუნდებოდა ხოლმე და ყველაფერს მისვრიდა.

 

 

გახსოვთ, საშრობიანი რვეულები რომ იყიდებოდა? მამას ისინიც ლენინგრადიდან ჩამოჰქონდა – სხვანაირად აპრიალებული ფურცლებით.

 

 

 

ამ ფოტოზე მგონი მე–4–5 კლასში ვარ, ინგლისურის გაკვეთილზე. ჟურნალისტმა გადამიღო რომელიღაც ჟურნალისთვის.

 

 

სახეზეც მეტყობა, რომ ერთი სული მაქვს, ზარი დაირეკოს და ბუფეტში გავვარდე, სადაც კორჟიკი, გაუგებარი ფერის კისელი და ხორცის ნაცვლად პურისგან გაკეთებული კატლეტები მელიან. ბებიაჩემი გიჟდებოდა, ჩემს კატლეტებს არ ჭამ და სკოლის პურლეტები რამ შეგაყვარაო.

 

 

ახლა არავინ მითხრას, წარსულს და საბჭოეთს  მისტირიო...

 

 

მე ჩემს ბავშვობას მივტირი, როდესაც ქუჩაში დადიოდნენ ლაღი, ბედნიერი და კეთილსახიანი ადამიანები...

 

 

დღეს კი ყველა ერთმანეთს ვჭამთ, არავის ვინდობთ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი