logo_geo
ბრძოლა თბილისისთვის – სამგლოვიარო პროცესია, რომელმაც ბოლშევიკებიც კი შეზარა
- +

7 მაისი. 2020. 15:28

.

 

1921 წლის 26 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღე… თბილისელებმა რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია გამართეს. ისინი კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაღუპულ იუნკრებს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ ბოლშევიკებს ამ პროცესიისათვის ხელი შეშლა აზრადაც არ მოსვლიათ.

 

 

1921 წ. 16 თებერვალს, გამთენიისას, მე-11 არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. 17 თებერვლისთვის რუსები ტფილისს 40 კმ-ზე მიუახლოვდნენ.

 

 

გენერალმა კვინიტაძემ ქალაქის დასაცავად ფრონტის ხაზი სამ სექტორად დაყო. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით, სახალხო გვარდიის ნაწილები განლაგდნენ. მარჯვენა სანაპირო გენერალ მაზმიაშვილმა დაიკავა. მის განკარგულებაში 2500 ხიშტი, 5 საარტილერიო ბატარეა, 1 ჯავშნოსანი მატარებელი და 2 ჯავშანტრანსპორტიორი იყო. ტაბახმელას გენერალი ანდრონიკაშვილი 160 იუნკერით და 350 კადეტით იცავდა.

 

 

 

 

18 თებერვლის საღამოს სოღანლუღში წითელი არმიის ნაწილები გამოჩნდნენ. ქართული ჯარი მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდა შეტევას, გამთენიისას კი, ჯავშანტექნიკის დახმარებით, კონტრშეტევა განახორციელა და მოწინააღმდეგე დიდი დანაკარგით უკუაგდო. ამ ბრძოლაში ქართველებმა 1600 წითელარმიელი დაატყვევეს. რუსებმა უკან დაიხიეს. ქართველებმა 10 კილომეტრით წინ წაიწიეს, მაგრამ 23 თებერვალს იძულებული გახდნენ, საწყის პოზიციებს დაბრუნებოდნენ. რუსებს დამხმარე ჯარები შემოემატათ.

 

 

 

24 თებერვალს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. წითელმა არმია, ფოილოს აღდგენილი ხიდის საშუალებით, მძიმე ტექნიკით შეივსო. ძლიერი საარტილერიო მომზადების შემდეგ რუსეთის ჯარებმა თბილისსზე გადამწყვეტი შეტევა დაიწყეს. კოჯორთან ქართველმა იუნკერებმა ხელჩართულ ბრძოლაში უკუაგდეს ბაქოდან ჩამოსული სამხედრო კურსანტების წითელი ბრიგადა, მაგრამ რუსებმა შეძლეს მაზნიაშვილის პოზიციების გარღვევა სოღანლუღის ფრონტზე და სტრატეგიულ ე.წ. ტრიგონომეტრიულ პუნქტს დაეუფლნენ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კი, ტანკებისა და ჯავშნოსნების დახმარებით, ორხევი აიღეს. 25 თებერვლისათვის ქალაქის დამცველთა მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. საქართველოს სარდლობამ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს. პარლამენტის შენობის ქვეშ დღემდე განისვენებენ კოჯორ-ტაბახმელაზე დაღუპული ათი იუნკერი და 20 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი