logo_geo
ქართველი ძმები, რომლებმაც ჰოლივუდის ცნობილი ლამაზმანები დაატყვევეს
- +

12 მაისი. 2020. 15:06

 

 

 

 

“მდივნების ოჯახი, რომელსაც უცხოური პრესა კარდაშიანებსაც კი ადარებს” – ამის შესახებ ფბ-გვერდი Speech წერს, რომელიც მკითხველს სხვადასხვა დროს ემიგრაციაში მყოფ ქართველებს აცნობს.

 

 

როგორც ქართველი ემიგრანტი მიხეილ ქავთარაძე თავის მოგონებებში აღნიშნავს, ძმები მდივნები ქართული საქმეებით განთქმულები იყვნენ, 20-იან წლებში მთელი პარიზის ქართველობას ფინანსურად ისინი ეხმარებოდნენ.

 

 

 

 

„მექორწილე მდივნები“ – ძმებმა ეს სახელი ამერიკულ და ევროპულ პრესაში ხმაურიანი და მდიდრული ქორწილების გამო დაიმკვიდრეს.

 

 

ხუთ და-ძმას ჟურნალისტები ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით მოიხსენიებდნენ.

 

 

მათი ოჯახის წევრებზე ახალი ინფორმაციის მოპოვება და ინტერვიუების ჩაწერა წამყვანი მედიისთვის ყველაზე პოპულარული თემა იყო.

 

 

 

 

ამერიკელებისთვის ეგზოტიკური წარმოშობის ძმებს, სიყვარულში უტყდებოდნენ ევროპისა და ამერიკის ყველაზე ცნობილი და მდიდარი ქალები.

 

 

 

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი ზაქარია მდივანი თავის ოჯახთან ერთად პარიზში გადასახლდა.

 

 

უსახსრობის გამო, ზაქარიას ვაჟები კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ზღაპრული თავგადასავალიც დაიწყო.

 

 

როგორც მაშინდელ პრესაში ვკითხულობთ, ძმებმა არ გაუშვეს ჰოლივუდის არც ერთი ქალი. მათ შორის იყვნენ გრეტა გარბო, პოლა ნეგრი, მეი მიურეი,, ასევე მარლენ დიტრიხი და სხვები.

 

 

ამერიკის ელიტური წრეებისთვის მათი ცხოვრების წესი საჩვენებელი იყო.

 

 

„მექორწილე მდივნებზე“ 20-30-იან წლებში არაერთი სტატია და წიგნი დაიწერა, მათ თავგადასავლებზე ფილმებიც გადაიღეს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი