logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ქალაქის „თავის“ სიჯიუტე და აზარიანცის ძლიერი სურვილი სახლის აღმართვისა ერთმანეთს დაეჯახა, და შეუდგა დიდვაჭარი მშენებლობას
- +

16 მაისი. 2020. 14:15

 

 

შეძლებულმა თბილისელმა ვაჭარმა ალექსანდრე მელიქ აზარიანცმა გადაწყვიტა საერთო საცხოვრებელი-სასტუმროს ტიპის შენობის აგება. სახლის ასაშენებლად ადგილის გამოყოფა თბილისის მაშინდელი თავკაცისთვის (დღ. ქალაქის მერი) ალ.ხატისოვისთვის უთხოვია. ხატისოვმა მისთვის ე.წ.ზემელზე არსებული გამოუსადეგარი ადგილი - ნაგავსაყრელი „გაიმეტა“ მხოლოდ.

 

 

 გაგიჟებულა აზარიანცი - მე ფულიანი ვარ და ნაგავში სახლი როგორ ავაშენოო. თანაც ამ ადგილას გრუნტის წყლები იყო ჭარბი რაოდენობით.  ქალაქის „თავის“ სიჯიუტე და აზარიანცის ძლიერი სურვილი სახლის აღმართვისა ერთმანეთს დაეჯახა, და შეუდგა დიდვაჭარი მშენებლობას, რომელიც წარმოუდგენლად მოკლე დროში (1912-1915 წწ.) დასრულდა. ტონობით მიწა და ტყვია დასჭირდათ მშენებლებს ნიადაგის ამოსავსებად და შენობის საძირკვლის გასამაგრებლად.

 

 

 აზარიანცი ფულს არ ზოგავდა. მას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღარიბთა ჯიხურების შესყიდვაც მოუწია...სახლის პროექტის ავტორი იყო ცნობილი პეტერბურგელი არქიტექტორი ნიკოლაი ობოლონსკი. ეს იყო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ევროპასა და რუსეთში გავრცელებული „მოდერნის“ სტილის  პირველი მრავალფუნქციური ტიპის სახლი მთელ  კავკასიაში სასტუმრო ოთახებით, მაღაზიებით, ფოტო სალონით, საბავშვო ბაღით, კინოთეატრით, სამხატვრო გალერეით, ულამაზესი  ბაღით.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი