logo_geo
სესილია თაყაიშვილის უკანასკნელი თხოვნა: ძალიან ცუდად ვარ… რა ცუდია, ყველაფერი გტკივა და არ კვდები
- +

3 ივნისი. 2020. 14:22

 

 

გარდაცვალებამდე სესილია თაყაიშვილმა კიდევ ერთხელ გააოცა ახლობლები თავისი უბრალოებით და თავმდაბლობით.

 

 

მას თავის ოთახში დედის სურათი ეკიდა, როცა დედასთან საუბარი მოენატრებოდა, მას წერილებს წერდა და სურათის უკან ინახავდა.

 

 

დედის სურათის უკან ჰქონდა შენახული თავისი ანდერძიც:

 

 

„ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები.

 

 

რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.

 

 

ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი.

 

 

მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.

 

 

დიდუბე არ მიყვარს და, გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.

 

 

რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!

 

 

ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!

 

 

იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას.”

 

 

ლეგენდარული ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი 1984 წლის 21 მაისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი