logo_geo
ნუგზარ ფოფხაძე: ამ ფოტოსთან დაკავშირებულ კურიოზულ შემთხვევებსა და ისტორიებზე საგანგებო კრებული რომ გამოიცეს
- +

6 ივნისი. 2020. 11:01

 

 

 

ლეონიდ ბრეჟნევი და თენგიზ სულხანიშვილი...

 

 

1966 წელი, თსუ პირველი კორპუსის ფოიე.

 

 

ამ ფოტოსთან დაკავშირებულ კურიოზულ შემთხვევებსა და ისტორიებზე საგანგებო კრებული რომ გამოიცეს, ტირაჟი ერთ დღეში გაიყიდება. აგერ, ერთი და ტავარი, რითაც დაიწყო ეს "მარათონი":

 

 

-მე და თქვენ კოლეგები ვართო, "მიახარა" თენგომ გენსეკს. როგორო, გაიკვირვა ილიჩმა.

 

 

-როგორ და თქვენ ხომ იყავით ყამირზე? და როცა ბრეჟნევმა თავის დაკვრით უპასუხა, თენგომ, მეცო, უთხრა. ასე რომ, კოლეგები გახლავართო  და ასე "თავხედურად" გაუტოლა თავი სახელმწიფოს მეთაურს.

 

 

ბრეჟნევმა გულიანად გაიცინა, ჩასჭიდა ხელი სტუდენტს და უნივერსიტეტში ყოფნის მანძილზე გვერდიდან არ მოუშორებია...

 

 

big_banner
არქივი