logo_geo
გალაკტიონის წერილი ოლიას - “რამდენი რამ მინდა მოგწერო, მაგრამ ადვილი არაა… გახსოვდე”
- +

5 ივლისი. 2020. 18:42

 

 

“გესმის, ოლოლ, ბავშობიდანვე მწამდა ბედისწერა, მოირა, როგორც ეძახიან – ფატალიზმი. იგი ჩემი მუდმივი მტერი იყო..

 

მე არ მახსოვს მისგან რაიმე კეთილი საქმე. ხვალინდელი დღე ჩემთვის, არ ვიცი, როგორი იქნება..

 

მაგრამ ჩემი მტერი – ჩემი ბედისწერა უთუოდ აქაც თავისას დამმართებს.

 

ოლოლ, თუ სალდათად წამიყვანეს…შენ გეწყინება, არა?

 

მე მგონია, შენ ერთად ერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს გატკენს..

 

ეხლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით…

 

ჰო, იმას ვამბობდი.. (მეც არ ვიცი, ეხლა რას ვამბობ და რას არა) რომ საშინელ სულიერ ობლობას განვიცდი მეთქი..

 

არავინ არ მინდა ვნახო.. დაველაპარაკო.

 

მინდა, მხოლოდ შენ იყო ჩემს ახლო.

 

მარადის შენი

 

გ. ტაბიძე

 

P.S. რა ვქნა, ოლოლ, ვკვდები…

გამოგიგზავნი წერილს…გახსოვდე…

რამდენი რამ მინდა მოგწერო, მაგრამ ადვილი არაა.

 

– გალაკტიონის წერილი ოლიას. 1913წ

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი