logo_geo
ყველაზე ძუნწი ადამიანი დედამიწის ისტორიაში?!
- +

25 ივლისი. 2020. 00:12

 

 

ჰეთი გრინი არის გენიოსი ქალი,  ლეგენდა ბიზნესის ისტორიაში.

 

ათწლეულების მანძილზე, ყველაზე ძლიერ კომპანიებს, ინვესტორებს, ბანკირებს, კრიმინალებს და ყველაზე ძლიერ ბროკერებს ეშინოდათ ამ ადამიანის. ჰეთი გრინი არის პირველი ქალი ბიზნესში, იმ პერიოდში, როდესაც ქალებისთვის ეს სფერო აკრძალული იყო.

 

 ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიო ისტორიაში, რომლის ფენომენალურ მეხსიერებაზე, გათვლის უნარსა და გენიალურ მონაცემებზე ლეგენდები დადიოდა და არც თუ უსაფუძვლოდ. ჰეთი გრინი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ადამიანად ვოლ სთრითის ისტორიაში. აკეთებდა ფენომენალურ შეთანხმებებს, არასდროს იყენებდა ჩანაწერების წიგნაკს მევალეებისთვის და მაინც უზუსტესად ახსოვდა ყველა დეტალი. ყველაზე ძლიერი ბროკერებიც კი ყოველთვის ჰეთი გრინს უყურებდნენ თუ როგორ იქცეოდა მოცემულ მომენტში.

 

„თუ ცენტს დაზოგავ, ესეიგი ცენტს გამოიმუშავებ" - მისი ყველაზე ცნობილი ფრაზა და ამასთანავე ცხოვრების სტილი. სხვა ყველაფერთან ერთად, ჰეთი იყო ყველაზე ძუნწი მილიონერი ისტორიაში. ადამიანი, რომელსაც ათასობით ჰექტარი და შენობა ეკუთვნოდა ნიუ იორკში, არ ცხოვრობდა საკუთარ სახლში, რადგან სახლი უბრალოდ არ ჰქონდა. ჭამდა მხოლოდ ჰერკულესის ფაფას, რომელიც სამსახურში მიჰქონდა და ოფისის მოპირდაპირე ქუჩაზე, ნაცნობი ბროკერის კაბინეტში აცხელებდა. ის არასდროს ბანაობდა ცხელი წყლით. მაღაზიაში შეეძლო რამდენიმე საათი ევაჭრა სულ რამდენიმე ცენტის გამო. გამყიდველებმა იცოდნენ, რომ სადაც ჰეთი გამოჩნდებოდა, დროის დაზოგვის მიზნით, უმჯობესი იყო საქონელზე ფასი მაშინვე დაეგდოთ, რადგან ადრე თუ გვიან ამას მაინც გააკეთებდნენ.

 

როდესაც ჯ.პ. მორგანმა 1907 წლის ქრეშის შემდეგ ამერიკის ყველა გავლენიანი ფინანს პერსონა შეკრიბა, ოთახში ერთადერთი ქალი ჰეთი გრინი იყო!

 

ბიზნეს სამყაროში ჰეთი 13 წლის ასაკიდან მოხვდა, როდესაც ბანკში პირველი ანგარიში გახსნა. 7 წლიდან რეგულარულად ეცნობოდა საფონდო ბირჟის სიახლეებს (ბაბუა ადრე დაბრმავდა და 7 წლის ჰეთი მას დილის გაზეთებს დეტალურად უკითხავდა) და 5 წელიწადში საოჯახო ბიზნესშიც (ვეშაპების ჭერა და ქონის ბიზნესი) ჩაერთო, რომელიც ძალიან მალე მისთვის მცირე მასშტაბის აღმოჩნდა და თინეიჯერი ჰეთი, პირველი ქალის სტატუსით ყველაზე ჰაი ლეველის ბიზნესში - ვოლ სთრითზე - გამოჩნდა.

 

ჰეთი გრინი გინესის რეკორდების წიგნში შესულია როგორც "ყველაზე ძუნწი ადამიანი დედამიწის ისტორიაში.

 

ჰეთი გრინი ექსცენტრული ძუნწი იყო, რომელიც თავისი საქმოსნური გამჭრიახობისა და ხელმომჭირნეობის წყალობით მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი ქალი გახდა და მეტსახელი „უოლ–სტრიტის ალქაჯი“ დაიმსახურა. ჰეთი იმდენად ეკონომიურად ცხოვრობდა, რომ წარმოდგენაც გაგიჭირდებათ. მაგალითად, მას მუდმივად ერთი და იგივე შავი კაბა ეცვა, მხოლოდ ნახევარდოლარიანი ღვეზელებით იკვებებოდა და ცხელ წყალს არ იყენებდა. გრინს სამუშაო ადგილი ბანკის ვესტიბიულში ქონდა მოწყობილი, კოლოფებისა და ქაღალდებით სავსე ჩემოდნებს შორის, რისი საშუალებითაც არენდას არ იხდიდა. ჰეთი საგადასახადო სამსახურისგან თავის დასაღწევად მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს ნიუ–იორკსა და ნიუ–ჯერსის შორის და რასაკვირველია, ყველაზე იაფ სასტუმროებში ჩერდებოდა.

 

როდესაც მისმა ვაჟიშვილმა ფეხი მოიტეხა, გრინმა ყველაზე ღარიბული ტანსაცმელი ჩაიცვა, რომ არ ეცნოთ და ბიჭი საზოგადოებრივ საავადმყოფოში მიიყვანა. თუმცა იგი შენიღბულიც იცნეს და ჰეთი პანიკაში ჩავარდნილი გამოიქცა საავადმყოფოდან და განაცხადა, რომ შვილს თავად მოუვლიდა. სამწუხაროდ, სათანადო პირობების არქონის გამო, მას განგრენა დაეწყო და ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. როდესაც ჰეთი თავად იტანჯებოდა თიაქარისგან, სულ რაღაც 150 დოლარად ღირებულ ოპერაციაზე უარი განაცხადა, იმ დროისთვის კი მისი ქონება დღევანდელი ფულზე 2 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ამის შემდეგ გრინმა რამდენიმე ინფარქტი გადაიტანა და 81 წლის ასაკში ერთ–ერთი შეტევის დროის გარდაიცვალა.

 

 

 

big_banner
არქივი