logo_geo
ჰოლივუდის ქართული წარმომავლობის ვარსკვლავი - თამარ თუმანიშვილი
- +

28 აგვისტო. 2020. 22:44

 

 

თამარ თუმანიშვილი ცნობილი როგორც თამარა თუმანოვა — ქართველ-ამერიკელი ბალერინა და მსახიობი.

 

თამარის დედა ევგენია თუმანიშვილი იყო, მამა რუსი სამხედრო კონსტანტინე ზახაროვი. მისი მშობლები 1918 წელს ემიგრაციაში გაემგზავრნენ, როცა დედამისი ორსულად იყო. მამასისი მალევე გარდაიცვალა, თვითონ 1919 წლის 2 მარტს ჩინეთისკენ მიმავალ მატარებელში გაჩნდა და დედამ თავისი გვარი თუმანიშვილი მისცა. გაზარდა მამიმაცვალმა. ჯერ ჩინეთში ცხოვრობდნენ ემიგრაციაში, შემდეგ ეგვიპტეში, მოგვიანებით პარიზში გადავიდნენ. თამარის დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა პარიზის ოპერის სცენაზე ბალეტით „L’ Evantail de Jeanne“. სწორედ ამ პერიოდში შენიშნა თამარი ცნობილმა ქორეოგრაომა ჯორჯ ბალანჩინმა და მიიწვია იმჟამად ცნობილ საბალეტო დასში „De Basil Ballet Russes de Monte Carlo“. იმ პერიოდიდან მოყოლებული თამარის კარიერა ძირითადად დაკავშირებული და ასოცირებული იყო ჯორჯ ბალანჩინთან.

 

1932 წელს თამარამ მონაწილეობა მიიღო ბალეტში „Concurrence“ და „Le Bourgeois“, რომლებმაც თამარი ვარსკვლავად აქციეს. პარიზის პრესამ თამარა თუმანოვას ბალეტის შავი მარგალიტი შეარქვა.

 

 

1937 წელს ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა და მალე მოქალაქეობაც მიიღეს. თამარი აშშ-ში ცხოვრების პერიოდში თანამშრომლობდა სხვადასსხვა საბალეტო დასსთან. 1939 წელს იღებს მონაწილეობას ბროდვეის მიუზიკლში „Stars In Your Eyes“. ამავე დროს მონაწილეობას იღებს მსოფლიო საგასტროლო ტურნეებში. წარმატებით მონაწილეობდა მსოფლიოს ცნობილ საოპერო სცენებზე.

 

თამარა თუმანოვამ ბროდვეის დაპყრობის შემდეგ, კინოში გადაინაცვლა და თავისი თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სტატუსიც დამსახურებულად მიიღო, კინოეკრანებზე 40-იან წლებში გამოჩნდა და 30 წლის განმავლობაში არაერთი კინოგმირი განასახიერა.

 

1944 წელს თამარამ იქორწინა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტ კეისი რობინსონზე, რომელთანაც 1955 წელს განქორწინდა. სწორედ კეისიმ გადაიღო თამარა 1943 წელს მხატვრულ ფილმში „დიდების დღეები“ (ინგლ. Days Of Glory), სადაც თამარას პარტნიორობას უწევდა დებიუტანტი გრეგორი პეკი.

 

1985 წელს რეჟისორმა ჯეკ ჰელიმ უკვდავყო ქართველი პრიმაბალერინას ცეკვის ჯადოქრობა დოკუმენტურ ფილმში.

 

თამარ თუმანიშვილი იშვიათი სილამაზით გამოირჩეოდა. ნაწარმოებებს უძღვნიდნენ კომპოზიტორები, მხატვრები, პოეტები. მეგობრობდა ხელოვნების სხვადასხვა განთქმულ მოღვაწეებთან. თამარის პორტრეტები აქვთ დახატული უამრავ მხატვარს. ის იყო მხატვარ ჯოზეფ კორნელის შემოქმედების მუზა. პორტრეტები და წერილები დაცულია აშშ-ს ცნობილ მუზეუმებში.

 

გარდაიცვალა 1996 წლის 29 მაისს, 77 წლის ასაკში, აშშ-ს ქალაქ სანტა–მონიკაში. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა საკუთარ სახლში ბევერლი–ჰილსზე. არ ჰყოლია შვილი და ანდერძის თანახმად, მისი ქონების დიდი ნაწილი მოხმარდა ქველმოქმედებას და გადაეცა ერთ–ერთ საბალეტო სკოლას. დაკრძალულია დედის, ევგენია თუმანიშვილის, გვერდით ლოს–ანჯელესის სასაფლაოზე "Hollywood Forever".

 

სამწუხაროდ, ის არასდროს ყოფილა საქართველოში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი