logo_geo
თენგიზ არჩვაძე: სიყვარული აღარაა ხალხში, ბატონო, არადა, სიყვარული გვჭირდება
- +

30 აგვისტო. 2020. 21:50

 

 

ახლა სიყვარული აღარ არის ხალხში, ბატონო, არადა, სიყვარული გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი.

 

გამთლიანებულ საქართველოს ვნატრობ!

 

მთელ საქართველოს ძალიან კარგად ვიცნობ, სულ ფეხით მაქვს მოვლილი რამდენჯერმე სიგრძე-სიგანეზე; კავკასიონზეც ვყოფილვარ, აქეთაც და იქითაც... არასოდეს დამიკარგავს იმედი, რომ ჩვენს სამაჩაბლოს და აფხაზეთს დავიბრუნებთ. უიმედოდ ყოფნა არ შეიძლება! მარტო რუსეთს და სხვებს ნუ დააბრალებთ, იქ რაც ხდება, ჩვენი სიგლახეც არის, ბატონო! რაც ხდება და რაც მოხდა, ჩვენი ბრალია ყველაფერი! ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ დავუშვით შეცდომა და აბა, ვინ გამოგვისწორებს?! ლაპარაკი არ შველის საქმეს! თქვენ გგონიათ, რაც მეტს ილაპარაკებთ, ეს საკითხი გადაწყდება?! ენას ძალიან დიდი გასაქანი და მნიშვნელობა მიეცა. უსასრულოდ ლაპარაკობენ და მთავარ სათქმელს არ ამბობენ! ლაპარაკი ლაპარაკსა, ცხენი გაჰყვა ამხანაგსაო, ხომ გაგიგონიათ?!

 

 

წყარო: ხელოვნება თვით უკვდავია

 

 

big_banner
არქივი