logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: ველა კარგია თავის ადგილას, თავის დროს და თავის ქვეყანაში
- +

1 სექტემბერი. 2020. 22:53

 

 

კლასიკოსი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ჟურნალ “ლომისში” 1922 წელს სტატიაში “ჩვენი კულტურპოლიტიკა” წერდა:

 

“დიმიტრი ყიფიანს ეგონა: რუსის მეფე კარგია, რუსის მეფეს საქართველო უყვარს და პატივს ცემს საქართველოს თავად-აზნაურობის ისტორიულ გარანტიებს. მხოლოდ რუსის მინისტრები არ ვარგან.

 

ნოე ჟორდანია და არჩილ ჯორჯაძე ფიქრობდნენ ერთ დროს: არ ვარგა არც რუსის მეფე, არც რუსის მინისტრები, არც რუსის ჟანდარმერია. ყველანი მტრულად განწყობილი არიან ჩვენდამი. კარგია რუსის დემოკრატია.

 

დღეს ზოგიერთები ფიქრობენ: ყველა-ყველა და რუსის მსახიობები და რუსის მწერალი – ეს კულტურის წარმომადგენელნი არიან. ჩვენ ისინი გვიყვარს.

 

ჩვენ კი სულ სხვანაირად ვფიქრობთ: ყველა კარგია თავის ადგილას, თავის დროს და თავის ქვეყანაში: ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი, ჩვენი მწერლობა, ჩვენი კულტურპოლიტიკა და ყველას იმდენად დავაფასებთ, რამდენადაც ისინი ჩვენ ანგარიშს გვიწევენ და სარგებლობას მოგვიტანენ“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი