logo_geo
ნიკო კეცხოველი: ერთმა ხევსურმა უნივერსიტეტში წასულ შვილს უთხრა ...
- +

3 სექტემბერი. 2020. 02:58

 

 

“ერთმა ხევსურმა უნივერსიტეტში წასულ შვილს უთხრა:

 

-კაცობა არ შეგეშალოს! მეგობარი იცოდე, მისი ჭირი და ლხინი გაიზიარეო.

 

ამ საქმეს გადაყვა მამის დამჯერე ვაჟი და გასარიცხად დაუდგა საქმე.

 

მაშინდელმა რექტორმა, ნიკო კეცხოველმა, ბიჭი სახლში გაუშვა, მამა ჩამომიყვანეო. მამამ საქმეები მოიმიზეზა, და შვილს წერილი გამოატანა.

 

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, რექტორმა სტუდენტი აუდიტორიაში გაუშვა, და თან გააფრთხილა: თუ სადმე წასვლა დაგჭირდეს მე გამაგებინე, და ლექციები ტყუილად არ გააცდინოო.

 

ფურცლის ნაგლეჯზე კი ეწერა: 'ხმალი ასალესად გამოგიგზავნე, უკან დაჟანგულს რად მიგზავნი, სწავლულო კაცო'-ო?"...

 

ნიკო კეცხოველის მოგონებებიდან

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი