logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ისევ ამ რეცეპტით, ისევ თქვენთვის...
- +

9 სექტემბერი. 2020. 01:44

 

 

 

აიი, რაზე და ვისზე აღარ დამიწერია- სიყვარულზე და ღალატზე, მთასვლელებზე, მთიბავებზე და მწველავებზე, მეწისქვილეზე და ვატმანზე, ექიმებზე, რაიკომის მდივნებზე და ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე, მქსოველზე, მკერავზე, მწერალზე, მეჩონგურეზე და მეღვინეზე, რეპორტაჟები - ცხვრის გადასარეკი ტრასებიდან, საძოვრებიდან, სახალხო ზეიმებიდან, ლაშქრობებიდან უცხოეთში მოგზაურობიდან, როკის გვირაბის მშენებლობიდან, მაგრამ ამ 3 წლის წინ აქ, ამ დროს დავწერე პომიდვრის საწებლის რეცეპტი, რომელმაც სასწაულები მოახდინა და მოიარა მთეეეელი ქართული საფეისბუქეთი - კითხულობდნენ და აზიარებდნენ ადამიანები, სააგენტოები, მიჰქონდათ და მიჰქონდათ და სულ რამდენიმე დღეში დაალაიქა კი არა, მხოლოდ ჩემი კედლიდან 80 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა, მას მერე ეს ლაიქები და გაზიარებები გრძელდება და განსაკუთრებით აა, ამ დროს, როცა პომიდვრის საწებლის სეზონია!

 

ხვალაც, ტვ-"ფორტუნაზე" დილის პროგრამაში, ზურა შევარდნაძის "გარდენია"-ში ისევ ამ რეცეპტით. ისევ თქვენთვის ისევ ხარისგულა პომიდვრით "ჩავიდენ" ამ საწებელს!

 

 

 

big_banner
არქივი