logo_geo
დიტო ჩუბინიძე: „კარგი დროიდან“ ზუსტად 225 წელი გავიდა!
- +

21 სექტემბერი. 2020. 20:00

 

 

„კარგი დრო“, რომლის შესახებაც ერეკლე მეფის სომეხი მოხელე შიოშ თუმანიშვილი თავის ძმებს სპარსელების მიერ აოხრებულ და გადამწვარ თბილისში სწერდა, ახლაც დგას!

 

„ასავალ-დასავალის“ წინამდებარე ნომერს ხელში რომ აიღებთ, ზუსტად 225 წელი იქნება გასული იმ დღიდან, როცა სპარსელები აღა-მაჰმად-ხანის გადამწვარ თბილისს გაუგონარი ღალატის შედეგად დაეუფლნენ.

 

დიახ, იწვოდა ბედდამწვარი საქართველოს დედაქალაქი – ერეკლეს სასახლე, სტამბა, ზარაფხანა, თოფხანა, ყავახანები, ფუნდუკები და ულამაზესი ბაღები, რომლებსაც შემოდგომის სიყვითლე შემოპარვოდა... ერთადერთი, რაც 1795 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ირანის შაჰის ბრძანებით, არ დაანგრიეს, გოგირდის აბანოები იყო დღევანდელ აბანოთუბანში... ამის მიზეზი მეტად უცნაური რამ გახლდათ – დაკოდილ აღა-მაჰმად-ხანს რომელიღაც სულელმა მონამ ჩააგონა – მზეზე მაღალო შაჰინშაჰო, ეს ისეთი სასწაულებრივი წყალია, თუ აქაურ აბაზანებს მიიღებთ და შიგ ჩაწვებით, მამაკაცობასაც დაიბრუნებთ და ქალებთან ურთიერთობასაც შეძლებთო!

 

გახელებულმა შაჰმა უმალ აბანოში დურთა თავი და რამდენიმე საათის განმავლობაში სამეფო აუზს არ მოშორებია... პირისფარეშებმა და მექისეებმა იგი ლამის დაფუფქული ამოათრიეს გოგირდოვანი წყლიდან, მაგრამ ისეთივე საჭურისი და იმპოტენტი შერჩათ ხელთ, როგორიც აბანოში შესვლამდე იყო.

 

ამ დროს 75 წლის მეფე ერეკლე მთიულეთს, კერძოდ, დუშეთს აფარებდა თავს და თელავში მყოფ უფროს ვაჟს, ტახტის მემკვიდრე გიორგი „ზაქიჭამიას“ წერილს წერილზე უგზავნიდა – სასწრაფოდ 2 ათასი მეომარი მომაშველეო! გიორგი მამის დახმარებას არ ჩქარობდა, რადგან გუმანით გრძნობდა, რომ ერეკლეს დიდი დღე არ ეწერა და ის 4 ათასი ჯარისკაცი, რომელიც კახეთში ხელუხლებლად ჰყავდა გადანახული, ტახტის დასაკავებლად სჭირდებოდა, რათა აურაცხელი ძმებიდან თუ ნახევარძმებიდან ვინმე მეფობის მოცილე არ გამომტყვრალიყო!

 

აი, ასეთ სიტუაციაში ერეკლე მეფესთან დუშეთში მყოფი გაქართველებული სომეხი მოხელე შიომ თუმანიშვილი (თუმანიანი) თავის ძმებს სულხანსა და მანუჩარს თბილისში სწერდა:

 

„ბატონი (ე.ი. ერეკლე მეფე. – რედ.) თიანეთს წაბრძანდა, თავი ვეღარ დავაღწიე, თან ვიახელ. აქ დარჩა ჩვენი ყუთები, დამტვრეული და უკლიტო, საბლებით შემიკრავს და თვითეულად დამიწერია. აქ დუშეთის მიშკარბაშს და ქალუას მივაბარე... თქვენ რომ მობრძანდებით, მე კი წამოვალ თუ იშოვნით, ცოტა თეთრი წამოიღე ქალაქისა, კარგი დრო არის, ეგების ცოტა ბევრი ვიშოვოთ!“

 

საქართველოს მტრებისთვის მართლაც „კარგი დრო“ იყო, რადგან კრწანისის ტრაგედიამდე ორი წლით ადრე, ჯერ კიდევ 1793 წელს ოსმალეთის ხონთქარი აქეზებდა და აგულიანებდა აღა- მაჰმად-ხან ყაჯარს, რომელიც ირანის ტახტის ხელში ჩასაგებად იბრძოდა – ირანის მმართველად მხოლოდ იმ შემთხვევაში გცნობ, თუ ქართლ-კახეთს დაიპყრობ და იქიდან რუსეთის გავლენას ამოძირკვავო! მოგეხსენებათ, თურქეთს 1791 წლის იასის საზავო ხელშეკრულებით საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა ეკრძალებოდა, რასაც ვერაფრით ეგუებოდა და წყალს ყოველი ხერხით გვიმღვრევდა.

 

„კარგი დრო“ დაუდგა ყველას, ვისაც კი ერეკლე მეფის ხმლის სიალმასე საკუთარ ტყავზე ჰქონდა ნაწვნევი, რადგან რუსეთი, ჯერ კიდევ 1792 წლიდან მოყოლებული, ერეკლეს ოფიციალურად უცხადებდა – საქართველოში ჯარის შემოყვანას არ ვაპირებო! უფრო მეტიც, 1792 წლის 8 მაისს წინა კავკასიაში განლაგებულ რუსთა ჯარის სარდალს, გენერალ ივანე ხუდოვიჩს (1741-1820 წწ.) ამის შესახებ სანკტ-პეტერბურგიდან ოფიციალურად მისწერეს კიდეც – საქართველოში ჯარი არ გააგზავნოთ!

 

„კარგი დრო“ დაუდგათ არტემ არარატიანცსა და იოსებ ბებუთოვს, რომლებმაც თბილისში დაპატიმრებული სპარსეთის ელჩი ციხიდან გააპარეს და მერე სამივემ ერთად აღა-მაჰმად-ხანს ჩაუკაკლეს – დიდო შაჰინშაჰ, უკან არ გაბრუნდეთ, თბილისი დაუცველია, ერეკლეს ჯარი აღარ დარჩა და შეუტიეო! ცხადია, იმპოტენტმა შაჰმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და თბილისში ცოდვის კალო დაატრიალა – დახოცა უამრავი ქართველი, 15 ათასი კაცი ტყვედ წაასხა და დაანგრია ოცამდე ქართული ეკლესია, ხოლო სომხურ ეკლესიებს არავინ შეხებია!

 

„კარგი დრო“ დაუდგა სომეხთა კათალიკოს ლუკასაც, რომელმაც თბილისისკენ მომავალ ირანის შაჰს „სამხედრო ხარჯების დასაფარად“ 100 ათასი მანეთი უფეშქაშა და რვა გირვანქა ოქროც ჩაუჩხრიალა. აღარაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ 1795 წლის აგვისტო-სექტემბერში აღა-მაჰმად-ხანის 35-ათასიან არამადას საქართველოსკენ სომეხი ოფიცერი იაკობ ბებუთოვი და ყარაბაღელი სომეხი მელიქები – მეჯლუმი და ჰაბოვი მოუძღოდნენ!

 

საჭურისი შაჰი მთელი ერთი თვე იდგა შუშის ციხესთან, რომელიც ვერა და ვერ აიღო და გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს, დაეხმარებოდა თუ არა რუსეთი საქართველოს? ერეკლემ მალემსრბოლები დაგზავნა პეტერბურგსა თუ წინა კავკასიაში – თავადი აფხაზი, თავადი ავალიშვილი, მირიან ბატონიშვილი და გაიოზ არქიმანდრიტი, რათა რუსეთი საქართველოს მოშველიებოდა, მაგრამ ამაოდ – საქართველოს სიკვდილის მსურველთათვის სწორედ „კარგი დრო“ იდგა!

 

საისტორიო ბედისწერამ ბედდამწვარ საქართველოსა და ქართველებს 225 წლის წინათ მწარედ დაგვცინა – რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 1795 წლის 4 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში 2 რუსული ბატალიონის გამოგზავნის შესახებ; ამის თაობაზე გენერალმა გუდოვიჩმა უწყება 1795 წლის 1 ოქტომბერს მიიღო, როცა თბილისი უკვე 19 დღის გადამწვარ–გადაბუგული და დანგრეული იყო!

 

მტრების გულის გასახარად სწორედაც რომ „კარგი დრო“ იდგა!

 

ძვირფასო მკითხველო, კრწანისის ტრაგედიაზე ჩვენ ბევრი დაგვიწერია... დეტალურად და ლამის წუთობრივად არის შესწავლილი ამ საბედისწერო ბრძოლის ისტორია, რომელმაც საქართველოს ბედი საშვილთაშვილოდ გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე, აღარ შევუდგებით იმ სულისშემძვრელი ამბის კიდევ ერთხელ თხრობას, თუ როგორ შეაკვდა პედერასტი როსტომ–ხანის მიერ აგებული „წითელი ხიდის“ 50 ქართველი გუშაგი სპარსელთა უდრდოს 1795 წლის 7 სექტემბერს... როგორ შეეფეთა 8 სექტემბერს იაღლუჯასთან 12 ქართველი მზვერავი მოულოდნელად მტერს და როგორ დაიხოცა სუყველა, გარდა ბორჯასკი ნათალიშვილისა, რომელიც ერთ-ერთი მოკლული თურქმანის ცხენს მოახტა და ერეკლე მეფეს საზარელი ამბავი მოუტანა – აღა-მაჰმად-ხანი თბილისს მოადგაო! იმის გახსენებაც კი მზარავს, ბუნებამაც როგორ გაგვწირა და როგორ აღმოჩნდა ის სპარსელების მხარეს, როცა ხეობაში ჩამოწოლილმა ბურუსმა ირანელთა ჯარი დაფარა, რაც ქართველებმა ვერ დაინახეს. საშინელებაა იმის წარმოდგენა, როგორ ვერ გაიგო იმერეთის გმირმა მეფემ სოლომონ მეორემ სახელოვანი პაპის ერეკლე მეორის შემონათვალი – სასწრაფოდ მარჯვენა ფლანგს მიხედეო! – რადგან შიკრიკი, რომელსაც მეფისთვის ეს უნდა ეთქვა, სპარსელებმა გზაში მოკლეს... აღარაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რაც 10 სექტემბერს მოხდა, როცა აღა-მაჰმად-ხანის 3-ათასიანი ლაშქარი ტაბახმელასა და შინდისის ხევხუვებში ქართველმა არტილერისტებმა და დავით ბაგრატიონის მხედრებმა თითქმის მთლიანად გაჟუჟეს და საჭურისი აღა-მაჰმად-ხანი ლამის ჭკუიდან შეშალეს!

 

გულს მიკლავს და სულს მიშფოთებს ვახტანგ ბატონიშვილის ერთი ცნობა – „ერეკლე მეფე თუმცა-ღა იყო ფრიად მოხუცებულ, გარნა ბრძოლასა მას შინა ყოფაქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელ“.

 

აი, ასეთ წინამძღოლს დავეძებ! კიდევ იმ 150 რჩეულ მეომარს დავეძებ, რომელიც კრწანისის ბრძოლაში მეფე ერეკლეს გვერდიდან არ მოშორებია. სუყველა დაჭრილი და სისხლმდინარი იყო, მაგრამ მხცოვანი მეფის გარშემო სუყველამ რკინის სალტე შეკრა და ბრძოლის ველიდან გაცლა არც არავის უფიქრია.

 

რომ არა ერეკლეს შვილიშვილის იოანე ბატონიშვილისა და მისი რაზმელების თავგანწირვა, ერეკლე მეფეს დატყვევება არ ასცდებოდა.

 

აი, ის 150 კაცი სჭირდება დღეს საქართველოს გადარჩენას და არა ცხრა პარტიაზე გადამხტარი სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილისა თუ სანდრა რულოვსის ყოფილი ჩაფრებისა და პირისფარეშების უსინდისო ტრაკანი!

 

დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის „კარგი დრო“, რომლის შესახებაც ერეკლე მეფის სომეხი მოხელე შიოშ თუმანიშვილი თავის ძმებს სპარსელების მიერ აოხრებულ და გადამწვარ თბილისში სწერდა, ახლაც დგას და საქართველო ახლაც დახლიდარის სასწორზე დევს კუთხეებად, სოფლებად, ტყეებად, მინდვრებად, ღელეებად თუ მდინარეებად და ჭალებად გასაყიდად გამზადებული.

 

ქართველებო, ფრთხილად!

 

დღეს 14 სექტემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღა-მაჰმად-ხანი არტემ არარატიანცთან და იოსებ ბებუთოვთან ერთად ისევ თბილისშია და საქართველოს გასაყიდად მართლაც „კარგი დროა“!

 

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი