logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ამის იქით ახლა სხვა არაფერი მაინტერესებს - დავითგარეჯა საქართველოა!!!
- +

1 ოქტომბერი. 2020. 16:07

 

 

 

...რუკა, რომელიც ადასტურებს, რომ დავითგარეჯა საქართველოს ტერიტორიაა, უკვე თბილისშია და ეს ერთმა ადამიანმა შეძლო - დათო ხიდაშელმა! დათო კაცია, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა, ამის იქით ახლა სხვა არაფერი მაინტერესებს - დავითგარეჯა საქართველოა!!!

 

თქვენ, ცრუპატრიოტებმა შარვლები ჩაიხადეთ და უკანალი ჩრდილოეთისკენ მიაშვირეთ, სხვებმა „მოდელირებული ქრონიკები“ აკეთეთ, ზოგიერთებს კი სამშობლოს გამყიდველის სახელით მალე გაიცნობს ქვეყანა და ახალ ორჯონიკიძეებს უსათუოდ პასუხი მოეთხოვებათ!

 

„...აღარ გვინდა საქართველოს რუკის შეხედვაც, რადგან თითქოს სილას გვაწნავს უკუმლტოლველი მისი საზღვრები.

საქართველოსთვის წელიწადის ყოველი დღე თარიღი არის,

რადგან როდის იყო, რომ არ კლავდნენ ან სხეულის ნაწილს არ აჭრიდნენ. საქართველოს რუკის დღეს გიწესებთ:

თუმცა ბრმადაც შეიძლებოდა მისი არჩევა, მახსოვრობა ბოლოდან იწყება, აღნიშნეთ ბოლო დანაკარგი და დაარქვით იმ დღეს სახელი - საქართველოს რუკის დღე!..

დაე, ამ დღემ ისიც გასწავლოთ, რომ ისტორია თავიდან იწყება“ (ბესიკ ხარანაული).

 

big_banner
არქივი