logo_geo
გიორგი გიგაური: გუბოზი მიშასაც გაყიდის, თუ ხეირი ვერ ნახა და ეს ხეირი სხვისგან დაინახა!
- +

7 ოქტომბერი. 2020. 00:31

 

 

ახდა გუბაზ სანიკიძის ოცნება: იმდენი ლოკა მთელი ქვეყნის დასანახად სააკაშვილის ფეხები, რომ ის „ნაცსიაში“ ჩაწერეს! მე-16 ნომრად! ჰოდა, თუ იულიან სემიონოვმა ლეგენდარულ შტირლიცზე „გაზაფხულის 17 გაელვება“ დაწერა, ჩვენ „გუბოზის მე-16 გაელვებას“ შემოგთავაზებთ!

 

„ნაცსიაში“ მოსახვედრად რა აღარ იკადრა შუბლის ძარღვგაწყვეტილმა გუბოზმა!

 

მაგალითად, გუბოზმა, აქაოდა სააკაშვილი იმდენად ღირსეული კაცია, წარსული შეცდომებისთვის ქართველ ხალხს ბოდიშსაც კი უხდისო, ამაყად გამოაცხადა – ის კი არა, ჩვენ, მე და მიშამ, ერთმანეთსაც მოვუხადეთ ბოდიშებიო! წარსულის გამონათქვამებისთვისო, ესეც დააყოლა!

 

ანუ გუბოზ სანიკიძემ სააკაშვილს ქართველთა მოსისხლე მტრებად – ჯალალ-ედინად და აღა-მაჰმადხანად რომ მოიხსენიებდა, აი, ამისთვის მოუხადა ბოდიში! თავის მხრივ კი, სააკაშვილს გუბოზისთვის იმისთვის მოუხდია ბოდიში, რომ ქუთაისში ჩასული პარლამენტარის სავარძელში ჩამოძინებულ მის ფოტოს აფრიალებდა ტელეკამერების წინ – აი, ქუთაისელებო, ეს არის თქვენ ისაონებო დეპუტატიო!

 

და ვისაც კიევში სააკაშვილთან ჩასული გუბოზის ჩასვრილი გამომეტყველება ახსოვს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს მართლა გაულოკავდა ფეხებს სააკაშვილს, შენი მონა ვიქნები, ფული მომეცი ოღონდო! აკი, როგორც იჭაჭებოდა, „ქოცნების“ ამქარში შემძვრალმა, მილიონი ვერ იშოვა და ივანიშვილის მიერ გამოპანღურებული მოსისხლე მტრად მოეკიდა ერთ დროს სათაყვანებელ ბიძინას!

 

გარდა ამისა, სააკაშვილის უშუბლისძარღვო მეხოტბე გუბაზ სანიკიძე მერაბ კოსტავას აშკარა შეურაცხყოფასაც არ მორიდებია! მაგალითად, მან ნიკუტა გვარამიას ნაცბორდელვიზიაში ერთ-ერთი სტუმრობისას პირდაპირ ეთერში სიტყვა-სიტყვით ეს ამოანთხია:

 

„ჩვენ ხალხი გლადიატორებივით გვიყურებენ ახლა! აი, გიგი უგულავას დაჭერაზე რანაირი რეაქცია გვექნება, ყურებს ჩამოვყრით, ვიგლოვებთ... არა, კაცო, არა! სულ მთელი ცხოვრება, სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, მერაბ კოსტავა ჩემთვის იყო სიმბოლო – ვიცოდი, რომ ვიღაცა ერთი კაცი იყო, რომელიც საქართველოსთვის იბრძოდა! ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში ზის ამ საქმისთვის! შემოთვლები რომ ჰქონდა, აი, დაწყნარდი და რასაც ისურვებ, იმას გაგიკეთებთ... დარწმუნებული ვარ, გიგისთანაც ექნებოდათ ასეთი შეთვლები...“

 

დიაც, პატივცემულო საზოგადოებავ, გუბოზ სანიკიძემ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, თვით მერაბ კოსტავას შეადარა!

 

ახლა, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, მერაბ კოსტავას ნათელი სულის ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს?! ამას ხომ ისევ ის სჯობდა, მამუკა ხაზარაძის მსგავსად, გუბოზ სანიკიძესაც მერაბ კოსტავაზე საცემრად გაეწია და ეროვნული გმირისთვის ხელი მოექნია?!

 

აბა, სად სამშობლოსთვის თავგანწირული მერაბ კოსტავა და სად საკუთარი ჯიბისთვის თავგანწირული ოქრუაშვილი და უგულავა?! სად სხვის პიჯაკში დასაფლავებული მერაბ კოსტავა და სად – ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარის მომპარავი ვირთხები?!

 

და როდესაც უგულავასა და ოქრუაშვილისნაირებს მერაბ კოსტავას ადარებენ, ეს არამხოლოდ ეროვნული გმირის შეურაცხყოფაა, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, მთელი ქართველი ერისა და თავად სამშობლოს თავისუფლების მცნებისა!

 

დიახ, მერაბ კოსტავა ციხეში სამშობლოს თავისუფლებისთვის იჯდა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა კი ძალაუფლების მიტაცებისა და სამშობლოს გაძარცვა-დამონებისთვის!

 

ეს კიდევ რა, როდესაც სააკაშვილის ფეხების ტლეკვაში გართულ გუბოზს თვით ზვიად გამსახურდია ჰყავს მიწაში ჩადებული!

 

მაგალითად, 10 ივნისს „ტვ პირველში“ ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას, 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას, გუბოზმა სიტყვა-სიტყვით თქვა:

 

„ამბობენ, რომ 20 ივნისს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება იყო ესა... საერთოდ, ამის ტვინიც არ აქვთ (ანუ „ქოცნებაში“ – გ.გ.), რომ გადატრიალებას აწყობს სახელმწიფო სტრუქტურა! გადატრიალება იყო კლასიკური გაგებით, როდესაც ზვიად გამსახურდია დაამხეს, იმიტომ, რომ სახელმწიფოდან გასულმა სტრუქტურებმა, მათ შორის სამხედრო სტრუქტურებმა ისროლეს!

 

და როდესაც გადატრიალებაზე საუბრობენ, მიზეზი... უფრო სწორედ, საბაბი ვინ მისცა?! მაშინ, თუ გადატრიალებას ეძებთ, ძვირფასო მეოცნებეებო, დააპატიმრეთ ირაკლი კობახიძე და ზაქრო ქუცნაშვილი, იმიტომ, რომ მათმა ჩასვეს ის გავრილოვი იმ სავარძელში!“

 

დიახ, გუბოზმა მართლაც კლასიკური ფროიდისტური წამოცდენა იმშობიარა, როდესაც 1991-92 წლების სისხლიანი პუტჩის მთავარ დამნაშავედ, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ზვიად გამსახურდია გამოაცხადა – სისხლიან პუტჩს საბაბი სწორედ ზვიად გამსახურდიამ მისცაო! და ამასაც აქვს თავისი ძალიან მარტივი ახსნა, რატომ იშვერს ბინძურ თითს გუბოზი ზვიადისკენ:

 

  1. თენგიზ კიტოვანი გუბოზის „ტრადიცუანალისტთა“ კავშირის წევრი იყო!

 

  1. რადგან გუბოზმა უღალატა ზვიადს, ცხადია, ყველაფერში დამნაშავე სწორედ ზვიადი უნდა იყოს!

 

  1. გუბოზის დღემდე სძულს ზვიადი, რადგან სამშობლოდან დევნილმა გამსახურდიამ გროზნოდან საგანგებო მიმართვა გამოაგზავნა საქართველოში და შევარდნაძის ნაწყალობები მანდატებით, „იმელის“ პარლამენტში წამოჭიმული აკაკი ასათიანისა და გუბოზის „ტრადიცუანალისტები“ – პუტჩისტებთან თანამშრომლობაში და სამშობლოს ღალატში ამხილა!

 

დიახ, ეს ხომ აკაკი ასათიანის „ტრადიცუანალისტთა“ კავშირში გამოზრდილი გუბაზ სანიკიძეა!

 

ეს ხომ ის სანიკიძეა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ზურგზე შემხტარი „მრგვალი მაგიდის“ კოალიციით შეძვრა. 1991 წლის 28 ოქტომბრის ისტორიული არჩევნებით არჩეულ უზენაეს საბჭოში, მაგრამ მაინც უღალატა პირველ პრეზიდენტს!

 

დიახ, გუბოზ სანიკიძემ, ყმაწვილკაცობიდანვე ისწავლა ღალატი, როდესაც აკაკი ასათიანთან ერთად უღალატა ეროვნულ ხელისუფლებასაც და საქართველოს თავისუფლების იდეასაც და სწორედ ამიტომ დადეს 1992 წლის ნაპუტჩარ საქართველოში შევარდნაძის ე.წ. იმელის პარლამენტში!

 

დიახ, როდესაც პუტჩისტები გამსახურდიას მომხრეობისთვის პატრიოტებს კლავდნენ, აწამებდნენ და მკლავებს აჭრიდნენ, გუბოზი და კაკო შევარდნაძის პარლამენტის ვირთხებად მსახურობდნენ!

 

შემდეგ იყო და გუბოზი ასლან აბაშიძესთან შეძვრა, მაგრამ შემდეგ, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ისიც თხასავით გაყიდა!

 

„მილიონი უნდა ვიშოვო!“ – აკი, ნათქვამი აქვს ბიძინა ივანიშვილთან შემძვრალ გუბოზ სანიკიძეს! მაგრამ ვერ იშოვა და, რა თქმა უნდა, ბიძინაც გაყიდა!

 

ბიძინა გაყიდა და მისგან უკანასკნელი სიტყვებით ნაგინებ სააკაშვილს კიევში ეახლა და ამიტომაც, საფუძვლიანად დაიმსახურა ხალხში თიკუნი – გუბოზი!

 

გუბოზი მიშასაც გაყიდის, თუ ხეირი ვერ ნახა და ეს ხეირი სხვისგან დაინახა! ასეთია მისი პოლიტმეძავური ბუნება! ეს არის ქართული პოლიტიკის პოლიტპროსტიტუციის პრიმა-პუტანა და ვეტერან-ჩემპიონი გუბოზ სანიკიძე!

 

ჰოდა, ასეც შევა ისტორიაში: გუ-ბო-ზი!

 

მე-16 გაელვებით!

 

დასკვნა მარტივია: ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს „ნაცბანდას“ მხოლოდ იმიტომაც არ უნდა მისცეს ხმა, რომ ეს მე-16 ნომრად ჩაწერილი გუბოზი პარლამენტში ვერ შეძვრეს!

 

გიორგი გიგაური

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი