logo_geo
გოდერძი ჩოხელი: მოდიან „ზევით მძრომარენი“ და საარჩევნო ხმებსა სთხოვენ ამ ორმოში ჩაყრილ, გაწამებულ ხალხს
- +

3 ნოემბერი. 2020. 02:08

 

მგლებივით ყმუიან პარტიათა ლიდერები, ძაღლებივით გლეჯენ ერთურთს მათი მიმდევარნი. იხარჯება უამრავი ფული საარჩევნო კამპანიებისთვის, იბეჭდება უძვირფასეს ქაღალდზე გაფორმებული პლაკატები. სადღაც საქართველოს მახლობლად ყმუის ჩასაფრებული მგელი. ყმუიან პარტიათა ლიდერები. ყეფენ მათი მიმდევრები. ცილისწამება და ორპირობა. გაიძვერობა და ტყუილი, ტყუილი, ტყუილი... საქართველოს სახელით მკერდში მჯიღის ბრაგუნი და...

 

ყოველდღე დამშეული, გაწამებული, სულში ჩაწიხლული ხალხის ერთურთზე წაკიდება. ოღონდ თვითონ გავიდნენ, მაღლა აცოცდნენ, და რაც კიდევ დარჩა საქართველოს ნაწამებ ძვლებს გამოსახრავი, გამოხრან...

 

ქვეყანა ჰგავს ერთ დიდ ორმოს, საიდანაც ხალხს ამოსვლა უნდა, მაგრამ ამოსასვლელი კიბე თუ თოკი არ არის. მოდიან ,,ზევით მძრომარენი" და საარჩევნო ხმებსა სთხოვენ ამ ორმოში ჩაყრილ, გაწამებულ ხალხს. სანაცვლოდ თოკებსა და ოქროს კიბეს ჰპირდებიან, მეტი რა გზა აქვს ხალხს, იქნებ მართლა ვინმემ მოუტანოს თოკი, იქნებ მართლა ვინმემ  ჩააწოდოს კიბე, კი არ სჯერათ, კი აღარ აქვთ იმედი, მაგრამ, იქნებ?....

 

გოდერძი ჩოხელი

 

 

 

big_banner
არქივი