ავტორი დინა მირცხულავა
რამდენჯერაც გითხრეს, ნუ ტირი - იმდენჯერ გატირეს.
რამდენჯერაც გითხრეს, ნუ გეშინია - იმდენჯერ შეგაშინეს.
რამდენჯერაც გითხრეს - მე შენთან ვარ - იმდენჯერ მიგატოვეს.
რამდენჯერაც გაზაფხულის მოსვლა გახარეს - იმდენჯერ გაგიმეტეს ზამთრის ყინვებისთვის.
რამდენჯერაც გასასვლელი გასწავლეს - იმდენჯერ ჩაგიხერგეს გზები.
რამდენჯერაც გითხრეს, რომ ფრთები გქონდა - იმდენჯერ შეგიკვეცეს ფრთები.
გაერიდეთ ასეთ ადამიანებს, მკვლელები არიან ისინი და თქვენ დროში გაწელილ თვითმკვლელებად გაქცევენ...