logo_geo
დავით ქაქუთია: ეს ნიკა კვესელავაა, „დიდო პოეტებო“!
- +

1 დეკემბერი. 2020. 23:30

 

 

პოეტი და ჟურნალისტი დავით ქაქუთია, 29 წლის ასაკში გარდაცვლილი პოეტის, ნიკა კვესელავას შესახებ წერს.

 

"პრადვინუტო" პოეტებო, საბას, მაბას და ჯანდაბა რაღაცა პრიზების მფლობელებო, ნამდვილი პოეტები რომ კვდებიან, ორი წინადადებით დაწერეთ ან თქვით მაინც რამე თქვენს ამდენ ონლაინ თუ ბეჭდურ გამოცემებში ან ტელევიზიებში. 

 

გული არა გაქვთ? მაგრამ რა უნდა გულს თქვენთან. თქვენ ხომ პოლიტიკანი პოეტები  ხართ.

 

ეს კი  ნიკა კვესელავაა, ვისზეც გესაუბრებით, „დიდო პოეტებო“  და ნახეთ რა ძლიერი პოეტია.

 

ის ქალი ბოზია, ბენჯამინ,

არ ვიცი, ვუყვარდი, მიყვარდა,

ათრობდნენ, ხმარობდნენ ქუჩაში,

მე მაინც სულ ჩემთან მიმყავდა.

ის ქალი მომკვდარა, ბენჯამინ,

ის ბოზი, ჰო დედას ვფიცავარ,

რადგანაც ის ჩემთან ვერ მოდის,

საფლავზე თავისთან მივყავარ.

 

.....................

 

დრო რომ მომიცილებს შორეთს,

ხორცის დატოვებას მამცნობს,

შენ არ გეყოლები თორემ,

სიკვდილს მეც გავუძლებ, კაცო.

 

...............

 

ჰეი, მეგობარო, ბენჯამინ ლეხტერ!

 

გუშინდელივით ვაპირებ მიპარვას მთვარესთან ოცნების ასახდენად,

 

გუშინდელივით ჩამოვუვლი საგიჟეებს და დავუსტვენ გუშინწინდელივით, მერე კი ტრიბუნაზე დავდგები წელში მოხრილი და საჩვენებელი თითით ზემოთ ღმერთებს დავემუქრები.

 

გუშინდელივით დავლევ ჩემი ოთახის ჩუსტების სადღეგრძელოს რათა ბოლთის ცემა ჩემი ფეხებით მოუწიოთ მთელი ღამე...

 

გუშინდელივით გავყოფ სამყაროს პურის მსგავსად და მგლის ეშვებით სიცარიელეს დავღრღნი.

 

გუშინდელივით ითამაშებს ლუციფერი და იესო ტახტობანას, მე ლუციფერთან წავალ, ვიეშმაკებ და გავმდიდრდები. წილი ნაყარია.

 

გუშინდელივით მეყვარება ის ქალი ისე შევიძულებ.

 

გუშინდელივით ვატკენ გულს ოჯახს და ბაბუაჩემის საფლავზე მზესუმზირებს დავთესავ,  ხშირად რომ მიმესვლებოდეს და შემეძლოს დროის უქმად გაყვანა.

 

გუშინდელივით გუშინ იქნება ხვალ.

ხვალაც მოგწერ დღევანდელზე გუშინდელივით.

გუშინდელივით ვერა ვარ დღეს....

ჰეი, მეგობარო, ბენჯამინ ლეხტერ!

ხმა გამეცი...ჰმ, დღესაც გუშინდელივით არ მისმენ...

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი